
დღეს მართმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს.
ამ დღეს მთავარანგელოზების - მიქაელის, გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის კრებას იხსენიებენ.
მთავარანგელოზების კრების აღნიშნვა IV საუკუნის დასაწყისში ლაოდიკიის საეკლესიო კრებაზე გადაწყდა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა.
ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს.
მთავარანგელოზობის დღესასწაულზე ჩვილთა მე-14 საყოველთაო ნათლობაც გაიმართება.
როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
ნიკო გომელაური