ძაღლი (პუტინი) ყეფს, ქარავანი (უკრაინა) ევროპისკენ მიდის: აბრა ბორისპოლში
14:40 2013-10-06
პოლიტიკური მინიშნება აშკარაა, რადგან იმის გარდა, რომ ამ ძაღლის გამომეტყველებას პუტინისას ადარებენ, აბრის სურათის უკანა ფონზე კრემლია გამოსახული.
მას შემდეგ, რაც კიევში აღმოაჩინეს ძაღლი, რომლის სახის გამომეტყველება უკრაინელმა ბლოგერებმა ვლადიმირ პუტინისას შეადარეს, უკრაინულ ინტერნეტსივრცეში ახალი ჰიტი: ბორისპოლში, გზისპირას აღმართული აბრა გაჩნდა.
აბრაზე წარწერილია: „ევროპა ჩვენი სახლია“, გამოსახულია სწორედ ის ცნობილი ძაღლი, რომელიც ცოტა ხნის წინ კიევის მთავარ პროსპექტზე იპოვეს და აბრის ქვეშ ასევე ცნობილი წარწერაა უკრაინულ ენაზე: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
თუ კარგად დააკვირდებით, პოლიტიკური მინიშნება აშკარაა, რადგან იმის გარდა, რომ ამ ძაღლის გამომეტყველებას პუტინისას ადარებენ, აბრის სურათის უკანა ფონზე კრემლია გამოსახული.
მიმაგრებული სურათი