სააკაშვილი ჯადოქარია,- ასეთი დასკვნა გააკეთა კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების ექსპერტმა და ჟურნალისტმა, თომას დე ვაალმა საქართველოში ბოლო რამდენიმე დღიანი მოგზაურობის შემდეგ .
ვაალს აინტერესებდა ომის შემდეგ, როცა ყველა სააკაშვილის წასვლის დღეებს ითვლიდა, როგორ მოახერხა ქვეყნის პრეზიდენტმა იმიჯის აღდგენა.
თომას დე ვაალი წერს, რომ სააკაშვილი დღეს ისევ უდაო ლიდერია. "მიშა ჯადოქარია. ის რიგრიგობით ათათურქიცა არის (სახელმწიფოს მშენებელი),ჯორჯ ბუშიც (ნეოკონი),ზვიად გამსახურდია(ნაციონალისტი), ვლადიმერ პუტინი (შეუბრალებელი ცენტრალიზატორი). ასევე, მაგონებს ბილ კლინტონს ბუნებივი კომუნიკაციით და ბორის ელცინს, რომელმაც მოახერხა პოლიტიკური წრეების ერთმანეთთან შეთანხმება",- წერს ჟურნალისტი.
იგი, "ნაციონალ ინტერესტში" გამოქვეყნებულ წერილში, ასევე, აღნიშნავს - ვნახოთ, როგორ შეძლებს მიშა, იყოს ერთდროულად მაკკეინის მეგობარიც და ლუკაშენკოსიც. ვაალი აქცენტს აკეთებს სააკაშვილის ამერიკელ "რესპუბლიკელებთან" მეგობრობაზე და ირანთან უვიზო მიმოსვლის ადგენაზე, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში პირველობაზე და მონოპოლიებზე ქვეყნის შიგნით.
კიდევ ერთი ფრაგმენტი ვაალის სტატიიდან - "ის საუბრობს შვეიცარიის მშენებლობაზე სინგაპურის ელემენტებით და აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ის ასევე საუბრობს ტრადიციულ ღირებულებებზე და ქართული კულტურის დაცვაზე, ამავე დროს არის ავტორი შუშის ხიდისა, რომელიც ატლანტის ჯორჯიის შტატს უფრო მოუხდებოდა. თითქმის ყველა პოლიტიკურ დებატებში - ეკონომიკა, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, სოციალური საკითხები, სააკაშვილი ახერხებს, იყოს დებატების ორივე მხარეს. ლიდერმა შექმნა სისტემა, სადაც არის ცენტრი და უნდა, რომ გაიხანგრძლივოს არსებობა. მას გაუჭირდებოდა ცხოვრება ძალაუფლების გარეშე. სამთავრობო ელიტაში ის ერთგვარი არბიტრია, რომელიც ქმნის სტაბილურობას, რათა არ წარმოიშვას სამოქალაქო ომი"
წერილის ბოლოს ვაალი ახალ კონსტიტუციას ეხება. მისი აზრით, სააკაშვილის საუკეთესო მემკვიდრეობა იქნება მშვიდობიანი წასვლა, მემკვიდრეობის გადაცემა სხვისთვის და არა - საკუთარი თავისთვის.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-jadoqaria.htmlგესმით თქვე ურწმუნოებო???
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
არ დათმო და დაგითმობენ.
ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.