#22734878 · 29 Nov 2010, 02:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დანაშაულის ჩადენისკენ შეიძლება უამრავმა რამემ გიბიძგოს, და ამისგან არცერთი ჩვენთაგანი არ არის დაზღვეული... невероятно на что способен человек, если его правильно мотивировать..... თქვენ კითხვაზე პასუხი კი შემდეგშია ჩემი აზრით: პირობით მსჯავრდებულთან აღარ ღირს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივების ძიება.. მას უნდა შეაგნებინონ, რომ იგი სამართლიანად დაისაჯა... მას არ უნდა დარჩეს უსამართლობის შეგრძნება, ამისათვის პირობით მსჯავრდებულებს ინდივიდუალურად უნდა გაესაუბრონ პრობაციის ოფიცრები (ან ტრენინგების სახით)... ამის შემდეგ, მათ უნდა ჩაუტარდეთ შედარებით მსუბუქი ფსიქოლოგიური სეანსები, რომლებიც მიმართული იქნება მსჯავრდებულის სულიერი პრობლემების აღმოჩენისკენ... დაახლოებით ასე მოხდება მათი რესოციალიზაცია და არა თითის ანაბეჭდის დატოვებით.. გასაგებია, რომ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვთვლი, რომ პრობაციის ბიუროების ბიუჯეტის ერთი ორად გაზრდა არ იქნებოდა დამანგრეველი ჩვენი ეკონომიკისათვის.. სამაგიეროდ მივიღებდით ბევრად უკეთეს შედეგს რეციდივისტების მინიმალურ დონემდე დასაყვანად...
|