"...გასულ კვირას, რამდენიმე დღე მას შემდეგ რაც თვეებია აქ არ ვყოფილვარ, თბილისში გავატარე და ქართული ცხოვრების ახალმა რეალობამ განსაკუთრებული ძალით შემძრა: მიხეილ სააკაშვილი ისევ მეთაურობს. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხდა. მაშინ მისი თანამდებობიდან წასვლამდე ყველა დღეებსღა ითვლიდა. ახლა კი ის ძველებურად საქართველოს უდავო ლიდერია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ვერავინ გაუტოლდება სააკაშვილის პოპულარობას, ხოლო ოპოზიციის ლიდერები მან უკან, მტვერში მოიტოვა.
ამ შემობრუნებას რამდენიმე მიზეზი აქვს. საქართველოს ოპოზიცია დანაწევრებული და დაუხვეწელი აღმოჩნდა – მას ლოზუნგების წამოყვირება უფრო უკეთ ეხერხება, ვიდრე ისეთ საკითხებზე ფოკუსირება, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, ამიტომ მან ინიციატივა პრეზიდენტს და მმართველ პარტიას დაუბრუნა. მას მემკვიდრეობით მიღებული ისეთი პრობლემები უნდა დაემარცხებინა, რომელთა პირისპირაც აღმოჩნდება ნებისმიერი, ვინც პოსტ-საბჭოთა სივრცეში სტატუს ქვოს დაუპირისპირდება, ესენია: ორგანიზაციული სტრუქტურებისა და რეგიონული ოფისების დეფიციტი, ნაკლებად ხელმისაწვდომი ნაციონალური ტელევიზიები და ფონდების მოძიების მწვავე პრობლემა, რადგან პოტენციურ დონორებს საგადასახადო პოლიცია აფრთხობს. საქართველოს ყველაზე იმედისმომცემი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ ეძებს დასაყრდენს. მან ჯერ კიდევ უნდა შესძლოს გონივრული პოლიტიკური რეცეპტების სახალხო იმპულსად გარდაქმნა..."
სტატია სრულად >>> This post has been edited by faloumi on 22 Nov 2010, 23:18