ჰეზბოლა (არაბ. حزب الله ჰიზბუ`ლ-ლაჰ, უფლის პარტია ან უფლის დაჯგუფება) ასევე ცნობილი როგორც ჰეზბოლაჰი, ჰესბოლა, ჰისბოლა, — ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება, აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას. ჩამოყალიბდა 1980–იანი წლების პირველ ნახევარში, შიიტებით დასახლებული ბიქაას მუჰაფაზაში, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ს, ასევე კანადის მიერ. მხოლოდ შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულია გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ეგვიპტეში.

მიმართულება: არაბული ნაციონალიზმი და ისლამი
დაარსდა: 1982 წ.
ადგილი: ბეირუთი
მეთაური: ჰასან ნასრალა
2006 წლის ომიდაიწყო 2006 წელს ზაჰრათსა და შეთულას შორის სასაზღვრო ტერიტორიაზე, სადაც ჰეზბოლას მებრძოლების მცირე ჯგუფი თავს დაესხა ისრაელის სასაზღვრო პატრულს, რამაც გამოიწვია ხუთი ებრაელი ჯარისკაცის მოკვლა და ორის გატაცება ლიბანში. ამის საპასუხოდ ისრაელმა გამოაცხადა რეზერვისტების მობილიზაცია, უარჰყო ჰეზბოლას შეთავაზებები გაცვლაზე, გამოაცხადა, რომ "ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ აპირებდა" და საჰაერო იერიშები მიიტანა ლიბანზე, მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე (რაფიქ ჰარირის სახ. აეროპორტი, ბეირუთ–დამასკოს გზატკეცილი, ჯიათის თბოსადგური, ხიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ა.შ.). ლიბანის მთავრობამ მოითხოვა ასეთ ქმედებების შეწყვეტა, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაგრძო დაბომბვები და როდესაც დაინახა, რომ საჰაერო იერიშები შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა, გადაწყვიტა სახმელეთო ოპერაციის ჩატარება.
მზადყოფნაში მოიყვანეს ცაჰალის 30 000–მდე მებრძოლი (მათ შორის ელიტური გოლანის, გივ'ათისა და ქფირის ბრიგადები) და 400–მდე ტანკი, დაიგეგმა და მომზადდა ოპერაცია ბინთ ჯუბაილისა და ხიამის მიმართულებით, საბოლოოდ ლითანის ფორსირებისთვის.ოპერაცია დაიგეგმა მეთულა–ხიამ–მარჯაიუნის ღერძზე, ლითანის ფორსირებისთვის . ცაჰალი გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა ლიბან–ისრაელის საზღვრიდან ნახევარ კილომეტრზე, ჰეზბოლას მებრძოლებმა შეაფერხეს ცაჰალის წინსვლა, დააზიანეს და გაანადგურეს ოცამდე ტანკი (მათ შორის უახლესი მეოთხე ტიპის მერკავებიც). ხოლო ჰუჯაირის ვიწრობზე, რომელიც წარმოადგენს ხევსა და ძნელადგასავალ ადგილს, ცაჰალის წინსვლა მდინარე ლითანისკენ საბოლოოდ შეჩერდაჰეზბოლას უმაღლესმა საბჭომ და ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა ბინთ ჯუბაილისთვის საავიაციო იერიშების აცილების მიზნით, რაც დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა მშვიდობიან მოსახლეობაში, ბინთ ჯუბაილის მაგიერ წინააღმდეგობის კვანძი შეექმნა შედარებით მეჩხრად დასახლებულ მარუნ ალ–რასში. მარუნ ალ–რასში განთავსდა ჰეზბოლას პირველი ბრიგადის მეშვიდე და მესამე ალმები, საიდანაც მიდიოდა საერთო მოქმედებების კოორდინაცია და მოქმედებები ბინთ ჯუბაილის მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 24 ივლისს "გოლანის" ბრიგადა ჯავშანსატანკო ნაწილების მხარდაჭერით შეიჭრა ბინთ ჯუბაილში და 25 ივლისს ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა თითქოს სრულ კონტროლს ფლობდნენ ბინთ ჯუბაილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრძოლები ბინთ ჯუბაილში გრძელდებოდა 14 აგვისტომდე.
ცაჰალმა ლითანის ფორსირება ვერ მოახერხა ვერც შვეულმფრენების გამოყენებით ლითანის გარშემო დესანტის გადასხმით და 14 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, დაიწყო ცაჰალის ნაწილები გასვლა ლიბანიდან.



კარგი იქნება თუ მოდერი თემას აცოცხლებს ხოდა დანარჩენები გააგრძელეთ
"There will come a day when Iran will stand by us,when all the Arabs will be conspiring against Us" Hafez Al-Assad
All men die,only few will be remembered-Col.S Hassan