http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=20628&ct=6“ბილაინი“ საქართველოში არსებული პოტენციური კლიენტურის გადასაბირებლად მილიონების დახარჯვას აპირებს. ამ შინაარსის განცხადებას კომპანიის გენერალური დირექტორი აკეთებს. ანდრეი პიატახინის თქმით, "ბილაინის“ ამოცანას 2010 წლის წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში დაფარვის ზონის გაფართოება წარმოადგენს.
„კომპანია მზად არის, დამატებითი რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს იმისთვის, რომ არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის ჩვენს ქსელზე გადმორთვა მიმზიდველი გახდეს,"-აცხადებს პიატახინი. "ბილაინი" საქართველოში დაფარვის ზონის გაფართოების შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.