#22660696 · 24 Nov 2010, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აკი, სიყვარულის და ჩვენდამი დიდი პატივისცემის გამო მღერისო?
პლასიდო დომინგოს საქართველოში 40 ათას ევროს გადაუხდიან 15:32 23.11.2010
pirveli
ლეგენდარულ საოპერო მომღერალ პლასიდო დომინგოს 25 ნოემბერს ბათუმში, "პიაცაზე" დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობისთვის 40 ათას ევროს ჰონორარს გადაუხდიან. ამის შესახებ ინფორმაცია კულუარულად არაოფიციალურად ვრცელდება. არაოფიციალური ინფორმაციითვე, ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ეთერ ლამორისი-ჭყონია, ნინო მაჩაიძე და ნინო სურგულაძე აღნიშნულ კონცერტზე ჰონორარის გარეშე იმღერებენ.
"პიაცაზე" დაგეგმილი კონცერტის მთლიანი ღირებულება ჯერჯერობით ასევე არ კონკრეტდება.
მსოფლიო ტენორისა და ოპერის ქართველი ვარსკვლავების კონცერტზე ბილეთის მინიმალური ფასი 250 ლარია. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი საგანგებო ტურისტულ პაკეტში შედის, რომელიც თბილისში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყიდება. პაკეტის მთლიან ღირებულებაში შედის ფასდაკლება სასტუმროებში, ასევე 15%-იანი ფასდაკლება რესტორნებში, უფასო შესვლა კლუბებში და უფასო ტური ბათუმში.
--------------------
არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!!!
შეიკარი ,,რემენი''–,,პრეჟდევრემენი''.
ქვეშევრდომი გაპატიებს მამის მოკვლას, მაგრამ არ გაპატიებს ქონების წართმევას და ქალის წაგვრას@ მაკიაველი
|