შალვას ფეისბუკიდან "მოვპარე" ეს მოთხრობა
წაიკითხეთ და ამოიცანით საკუთარი თუ სხვისი თავები

იყო ერთი ტიპი. ნიჭიერი იყო ეგ ოხერი.
ოხერი კი იმიტომ იყო, რომ ქალები უყვარდა.
სიმართლე რომ გითხრათ „ისე რა“ ტიპი იყო ის ტიპი (გარეგნობას ვგულისხმობ)
დაბალი, დიდი ცხვირით, მომელოტო,
ცოტა ენასაც უკიდებდა, მაყუთიც არ ჰქონდა...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქალებს მაინც კერავდა გარდი-გარდმო.
რომ მისულიყავით მის მიერ დაკერილ ქალთან და გეკითხათ: „აი ამას, შენ - ასეთმა ლამაზმა და ყველასათვის სასურველმა, როგორ მიეციო?“
ქალი ვერაფერს გეტყოდათ.
წავიდოდა და გაგეცლებოდათ დარცხვენილი.
მაგრამ მერე ქალს გაახსენდებოდა რა კარგი ტიპი იყო ის ტიპი „იმ ამბავში“
ამიტომ ტიპთან დარეკავდა და „რას აკეთებ? მომენატრეო“ ეტყოდა.
ტიპი კი უხეშად უპასუხებდა „ვმუშაობო“ !
აღარ ევასებოდა ქალი!
ამ ქალის მკერდი, ფეხები, კანი ხომ ასე ნაცნობი და მობეზრებული იყო მისთვის.
ნეტა რა ევასებოდათ ქალებს ამ ტიპში?
ნიჭიერი რომ იყო? ალბათ, მაგრამ მხოლოდ ნიჭი არაა ამღგზნები...
ცინიკური? კი, ეგეც, მაგრამ არც ესაა საკმარისი...
არც თუ ისე კეთილი მასტის სახელი რომ ჰქონდა გავარდნილი?
ბაზარი არაა... ქალებს უარყოფითი გმირები უფრო ევასებათ ვიდრე „ხუთოსნები“, მაგრამ მგონი კიდევ რაღაც არ გვითქვამს, რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი...
რა არის ესა???
რა???
რა და გამტრაკებელი იყო ის ტიპი!
არ ელაქუცებოდა არავის!
ისეთს მიაწუწავდა ვისიც ყველას ეშინოდა
ისეთ რაღაცას ეტყოდა მლიქვნელებით გარშემორტყმულ სირს, რომ ყველა სახტად რჩებოდა
აი ეს ევასებოდათ ქალებს!!!!
ტიპიც სარგებლობდა ზემოააღნიშნულით და დახტოდა ერთი საშოდან მეორეზე კალიასავით
კალია იყო რა ნამდვილი...
რაღაც მწვანე...
უშნო და უცხო...
ერთ დღესაც ტიპმა ძალიან მაგარი ქალი შენიშნა
გრძელი თმებით
თლილი წვივებით
გამოსაშტერებელი ტერფებით და ფეხის გრძელი თითებით
მკერდიც ისეთი ჰქონდა ამ ქალს რა...
აი ისეთი, ათასნაირი მაიმუნობა რომ არ სჭირდება
მაგარი რომაა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით
მიახტა ჩვენი კალია ამ ქალს და დაუწყო კერვა
„ჰა ჰაო“ გაიცინა ქალმა
„ვიციო ვინცა ხარო შენო...
მაგრამ, მე ის კი არა ვარ ვინც გყოლია ადრეო
ნურას უკაცრავადო
მეო, გენაცვალე, ფული მინდაო
ესა და ის მიყიდე
აქა და იქ წამიყვანე
და ვნახოთ
იქნებ გაგიღიმოო“
რა ექნა ამ ტიპს
მაყუთი არ ჰქონდა, რადგან იმ ქვეყანაში სადაც ეს ტიპი ცხოვრობდა მკაცრი კანონი ჰქონდათ მიღებული
გამტრაკებლებს ფული არ მისცეთო!!!
ფული იმას მიეცით ვინც ქალაქის მთავარ მოედანზე მდგარ მთავარმმართველის უკანალის ძეგლს ალოკავსო
ტიპს კი ქალი მოუნდა ძალიან
მუღამში ჩავარდა მაგარში
მოდიო - იფიქრა - ცოტას ავლოკავ ერთხელო
რა მოხდა მერეო
მიიპარა ჩვენი ტიპი უკანალის ძეგლთან
ალოკა მორცხვად და იქვე სალაროში მიიღო თანხა
მართალია გულმაც რეჩხი უყო და პენისმაც საეჭვოდ შეიფრთხიალა უბეში
მაგრამ ტკიცინა ფულებმა ეს უსიამოვნებები დაავიწყეს ტიპს და ისიც გახარებული გაიქცა ქალისკენ.
ქალმა მაყუთი გამოართვა, გადათვალა და უთხრა:
„ამ თანხად ძუძუს გაჩვენებ მხოლოდო“
ჩაიხსნა გულისპირის ორი (არა... მე მგონი სამი) ღილი, ამოიღო მარჯვენა ძუძუ და ტიპს დაანახა
გამოშტერდა ტიპი
ძალიან მაგარი ძუძუ იყო და იმიტომ
ქალმა შეინახა ეს საოცრება, ღილები შეიკრა და უთხრა ტიპს:
„წადი, ფული იშოვე, მერე უფრო მეტს გაჩვენებ და თუ კარგად მოიქცევი უფრო მაგარი რაღაცეებიც გელის წინო“
იმ დღიდან ქალაქელები ყოველდღე ხედავდნენ ამ ტიპს მთავარმმართველის უკანალის ძეგლთან
გაცვდა ტიპის ენა ძეგლის გრანიტზე ხახუნით
გაცვდა ძეგლის სალაროს მუშაკთა ხელები ტიპისთვის მისაცემი მაყუთის თვლით
გაცვდა ქალის ღილები ამდენი გახდა-შეკვრით
ძუძუ ხო აჩვენა ტიპს ქალმა
(მარჯვენაც და მარცხენაც)
მერე ორივე დაანახა
მერე სულ გაიხადა იმ ქალმა
ცოტა ქსოვილი დაიტოვა სასირცხო ადგილას
მერე ეგეც გაიხადა
ტიპი გამოშტერდა
აღარ ჭამდა
აღარ სვავდა
ვერაფერს ვერ გრძნობდა და ვერ ამჩნევდა
მაგალითად არ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ უკანალის თითოეული ალოკვისას შარვალში უმწეო ჩიტივით უფართხალებდა ყველაზე ერთგული მეგობარი - მისი ათას ჭირ-ვარამ გადატანილი პენისი.
კარგი ფული დაახარჯა ამ ქალს ტიპმა
ბოლოს უთხრა:
„მომეცი, შე ასეთო და ისეთო ქალო!
დაილია ძეგლი ამდენი ლოკვითო“
ქალმაც უპასუხა:
„კარგიო, მომეწონე შენო,
მართალია შენი მოცემული ფულით მხოლოდ ჩექმები, მანქანა და სახლი ვიყიდე წავკისშიო
მაგრამ „აქსისის“ ბინებს აქებენ (თან იაფად შემიძლია ახლა შოვნაო)
ამიტომ მაყუთი მინდა სასწრაფოდო
მომიტანე 10 იმდენი რაც მოგიტანია და შენი ვარო“
მთელი ღამე გაათია ძეგლთან ტიპმა
8 საათი ლოკავდა შესვენების გარეშე
შუაღამის მდუმარებას მხოლო ენის ქვაზე შარიშურის ხმა თუ არღვევდა...
დილით მილასლასდა მოლარესთან ტიპი და მიიღო ათი იმდენი
მოდის ახლა ამ ქალთან
მაყუთი ჯიბეში უდევს
თან უხარია, რომ ქალს გაჟიმავს
თან ცუდადაა ჯანმრთელობის მხრივ
ვერაფერს ვერ გრძნობს
მოვიდა ტიპი ქალთან
მისცა ფული
ქალმა გაუღიმა და უთხრა
„აი, ამ დღისთვის ნახე რა ჩავიცვიო?!“
გაიხსნა ხალათის კალთები ქალმა და ტიპმა ძალიან მაგარ კომბინაციაში გამოწყობილი მაცდური ხორცები დაინახა.
გადაირია ტიპი
გაიხსნა შარვალი
საცაა პენისს იშიშვლებს
მაგრამ სადაა პენისი
აღარაა
დაიკარგა... დაპატარავდა... დაილია...
თურმე ნუ იტყვით და მთავარმმართველის უკანალის ძეგლზე ენის თითოეული ასმა 0,5 მილიმეტრით აპატარავებდა პენისის ზომას.
ახლაღა მიხვდა ტიპი, თუ რატომ იყო ამდენი გამდიდრებული მაგრამ უპენისო ტიპი იმ ქვეყანაში
მიხვდა, თუ რატომ ენძრეოდათ უკანალის მლოკველებს „იმ ამბავში“
მაგრამ რაღა დროს
დარჩა ახლა ასე ტიპი თავჩქინდრული
არც მაყუთი აქვს..
აღარც პენისი
ქალმაც დამალა თავისი ხორცები და „აქსისის“ ბინის საყიდლად გაიქცა
(იაფად შეეძლო დათრევა)