ინგლისში ლიზინგის ერთ ერთი ფორმა:
გამოგყავს მანქანა... იხდი დაახლოებით £100-დან £2000მდე... (მანქანის ჯამური ღირებულების მიხედვით...
ლიზინგის პერიოდის განმავლობაში (ტიპიურად 3 წელი) ხმარობ მანქანას. გაქვს წლიური გარბენის ლიმიტი. 
ლიზინგის გასვლის შემდეგ მიგყავს მანქანა უკან, თუ გინდა მანქანის დატოვება იხდი რაღაც თანხას როგორც წესი £2000-დან ზემოთ. (საშუალოდ 3500) და მანქანა ხდება შენი. 
მეორე ვარიანტში, მიდიხარ უკან კომპანიაში, ტოვებ ამ მანქანას, და იღებ ახალ მანქანას ასევე 3-4 წლიანი ლიზით...
შესაბამისად გყავს ყოველთვის ახალი მანქანა, არ ღელავ მისი ფასის დავარდნაზე, მის სერვისზე (როგორც წესი შედის ლიზში), სხვადასხვა წვრილმან დეტალებზე და ა.შ.
მაგალითისთვის, პეჯოს აქვს ეხლა შემოთავაზება, 3 წლიან ლიზზე, მასში შედის ტექდათვალიერება, გზის ტაქსა, დაზღვევა, სერვისი. შემოთავაზებას ქვია Just add Fuel. ანუ მხოლოდ ჩაასხი საწვავი 
 
 ეგეთი რამე რომ გააკეთონ საქართველოში ძალიან მაგარი იქნება... ჯანდაბას თუნდაც ამერიკულ მანქანებზე 
 This post has been edited by Camel88 on 25 Nov 2010, 16:44
 This post has been edited by Camel88 on 25 Nov 2010, 16:44