ucnobidaucxo
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2410
წევრი No.: 47773
რეგისტრ.: 25-November 07
|
#22694499 · 26 Nov 2010, 16:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფეისბუქზე მამუკა არეშიძის ძალიან საინტერესო ანალიზი დაიდო, სადაც თავმოყრილია რუსეთის მიზანმიმართული და ვერაგი პოლიტიკა ჩვენი ტერიტორიის მიტაცების კუთხით.
აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემის მოგვარება. საინტერესოა, გვაქვს თუ არა შემუშავებული რამე საპასუხო პოლიტიკა?
საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა და საფრთხეებby Mamuka Areshidze on Friday, November 26, 2010 at 3:03pm
1. ზოგადი ინფორმაცია 1991 წლის 21 დეკემბრის ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს ტერიტორიის ფართობი შეადგენს 69,7 ათას კვ.კმ-ს.
საქართველოს საზღვრის სიგრძე შეადგენს 1 968 კილომეტრს (1995 წლის მონაცემებით)
რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის სიგრძეა 825,4 კმ. აქედან 775 კმ მაღალმთიანი მონაკვეთია.
რუსეთის ფედერაციის რეგიონებთან საქართველოს საზღვრის სიგრძე შემდეგია:
1. კრასნოდარის მხარე (აფხაზეთის მონაკვეთი) 76 კმ
2. ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა (აფხაზეთის მონაკვეთი)- 175 კმ.
3. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა (სვანეთის მონაკვეთი) – 114 კმ.
4. ჩრდილო - ოსეთის რესპუბლიკა (რაჭის, ე.წ. სამ.ოსეთის, ყაზბეგის რაიონის მონაკვეთი) – 166 კმ.
5. ინგუშეთის რესპუბლიკა (ყაზბეგისა და დუშეთის რაიონის მონაკვეთი) 62,4 კმ.
6. ჩეჩნეთის რესპუბლიკა (ახმეტის რაიონი - თუშეთი, დუშეთის რაიონი - ხევსურეთის მონაკვეთი) – 84 კმ.
7. დაღესტნის რესპუბლიკა (ლაგოდეხის, ყვარელის, თელავის, ახმეტის რაიონების მონაკვეთი) – 148 კმ
საბჭოთა პერიოდში საქართველო რუსეთის ფედერაციას უკავშირდებოდა კავკასიის ქედის პერიმეტრზე სხვადასხვა პროფილის მქონე უღელტეხილებით და გადასასვლელბით.
საქართველოს და რუსეთს მთლიანობაში აკავშირებდა 44 გადასასვლელი, უღელტეხილი და გზა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული საზღვარი ხშირად იცვლებოდა სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოსაზრებებით. იყო შემთხვევები როდესაც საქართველოს ტერიტორია გაიზარდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით (1944 წელს „ხალხების დიდი გადასახლების “ გამო) და მომხდარა პირიქით, როდესაც ამავე მოსაზრებებით აღნიშნული ტერიტორიები უკან დაუბრუნდა თავის მფლობელს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მე- XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის რუკების მიხედვით საქართველოს მიეკუთვნებოდა ზოგიერთი ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიაში (მაგ. კავკასიის ქედს იქით, რაჭის მიმდებარე ტერიტორია, მთა-თუშეთის , ხევსურეთის და ხევის მიმდებარე ტერიტორიები).
საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საზღვარი დაფიქსირებულიყო კავკასიის ქედის გასწვრივ, საქართველოს მთიანეთის კონტროლის პერსპექტივით.
2. მდგომარეობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან - 2004 წლამდე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომმა მოვლენებმა, რუსეთის ხელისუფლების სურვილმა, არ დაეკარგა კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე, განაპირობა სეპარატისტული რეგიონების გაჩენა. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის , საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთი ოფიციალური თბილისის კონტროლის მიღმა დარჩა. ამ პერიოდში საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკავშირებით თავი იჩინა შემდგომმა პრობლემებმა:
რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგობა და საქართველოს ხელისუფლების უნიათობა საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით ( მიუხედავად მრავალ წლიანი მსჯელობისა საზღვრის დემარკაციის საკითხი დღემდე გაურკვეველია) ; სეპარატისტული რეგიონების საზღვრის მონაკვეთთა უკონტროლობა; კონტრაბანდის ფართოდ გაშლილი ქსელი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც საზღვრის მიმდებარე რეგიონის მაცხოვრებლები, ასევე სხვადასხვა რანგის მაღალჩნოსნები. სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საზღვრის მონაკვეთის გარდა, ასეთი რამ ხდებოდა „ლარსის“ საგუშაგოზე, მამისონის უღელტეხილზე (ჩრდილო ოსეთი- რაჭის მონაკვეთი) და თითქმის გაუვალ ბეშთა-ახალსოფლის (დაღესტანი - კახეთის მონაკვეთი) შემაერთებელ ხაზზე. სასაზღვრო პუნქტებისა და დაუცველი სასაზღვრო ზონების გავლით საქართველოში შემოედინებოდა ნარკოტიკული საშუალებები და შემოდიოდნენ სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები. საქართველოს ხელისუფლების უპრინციპო პოზიცია საზღვრის დაცვის საკითხებში მაგალითად: საქართველომ დაკარგა ტერიტორია ყვარელის რაიონში, რომელიც 1985 წელს დროებით გაიცვალა ყიზლარის საძოვრებზე. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ქართველი მესაქონლეები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, ხოლო ტერიტორია ყვარლის რაიონში რუსეთს დარჩა.
დაუდევრობით დაიკარგა ხევსურეთში სოფელ ფიჭვნარის მიმდებარე ტერიტორია (დაახლოებით 10 კვ.კმ)
ლარსის სასაზღვრო პუნქტის არასწორი განლაგების გამო დაიკარგა ტერიტორიის რამდენიმე კვ.კმ. (იხ. ქვემოთ)
3. მდგომარეობა 2004 წლიდან - დღემდე ამ პერიოდში მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა:
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიკარგა საქართველო-რუსეთის საზღვრის, საქართველოს მიერ კონტროლირებადი მნიშვნელოვანი მონაკვეთი - კოდორის ხეობა. ქართველი მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და 20 კმ-ით ქვეყნის სიღრმეში უკან დაეხიათ. თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა თვითნებურად 3 კმ- ით გადმოიწია საზღვარი და მიიტაცა 24 კვ.კმ. 2004 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისათვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ნატო-სკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ამან განაპირობა მათი გააქტიურება. რუსეთმა აქტიურად დაიწყო მუშაობა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ექსპანსიისათვის და საზღვრისპირა რეგიონების მიტაცებისათვის.
იმისათვის , რათა ნათელი გახდეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების
შემდგომი ქმედებები საჭიროა გავეცნოთ გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა.
რუსეთის სავარაუდო გეგმა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან დაკავშირებით
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, რუსეთი ფორსირებულად იწყებს საბჭოთა კავშირის დროინდელ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თავდაცვითი გეგმის რეალიზაციას, რომელიც ნატო - სთან სავარაუდო ომის შემთხვევისთვის შეიქმნა.
სამხრეთ მიმართულებიდან საბჭოთა კავშირზე შეტევის პლაცდარმად განიხილებოდა ნატო -ს წევრი ქვეყანა თურქეთი. ამიტომ ამ მიმართულების დასაცავად შეიქმნა გეგმა, რომელიც მოიცავდა 3 თავდაცვით ზღუდეს:
სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრზე (დრევანდელი საქართველო - თურქეთის საზღვარი). კავკასიის ქედის გასწვრივ. სიღრმეში, როსტოვის ოლქისა და სტავროპოლის მხარის ტერიტორიაზე.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს ნატო-ზე ორიენტირების შემდეგ, რუსეთის გენერალური შტაბის სავარაუდოგადაწყვეტილებით, მეორე თავდაცვითი ზღუდე ავტომატურად იქცა ძირითად ზღუდედ, შესაბამისად მან შეიძინა განსაკუთრებული ფუნქცია, რსანიშნავია, რომ ზღუდის გასამაგრებლად გამოყენებულია ის პრინციპები, რომელიც ზემოთ ნახსენებ გეგმაშია მოყვანილი.კერძოდ: კავკასიის ქედზე გამავალი ზღუდის სრულყოფილი დაცვისათვის, საჭიროა სამხრეთის მიმართულებით დაახლოებით 40 კმ -იანი ზოლის კონტროლ, რომლისგანაც 20 კმ. ქედიდან სამხრეთით, განეკუთვნება აქტიური დაცვის სივრცეს, შემდგომი 20კმ. პასიური დაცვისაა.
სწორედ აქედან გამომდინარეობს რუსეთის აქტიურობა კავკასიის ქედის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად.
ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა გადსული საუკუნის 90 -იანი წლებიდან დღემდე განახორციელა შემდეგი ღონისძიებები:
სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერით, ხელში ჩაიგდო მათ ტერიტორიაზე გამავაილ საზღვრის მონაკვეთები; 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა კოდორის ხეობა და მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორია; საქართველო - რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 24 მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. კავკასიის ქედზე არსებული ყველა სტრატეგიული სიმაღლე რუსეთის ხელშია; საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ზოგიერთ ადგილას მოხდა საზღვრის თვითნებური გადმოწევა საქართველოს სიღრმეში ( მამისონის უღელტეხილთან, ლარსის საგუშაგოსთან, თუშეთში დიკლოს მთასთან, ხევსურეთში - სოფელ ფიჭვნართან ); რუსეთის ქმედებით შედეგად შეიცვალა დემოგრაფიული სურათი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე; 1989 წლის მონაცემებით, ამ მონაკვეთზე განლაჰებული იყო 260 სოფელი, არსებობდა განსახლების 9 უბანი. დღეს 5 უბანს მთლიანად აკონტროლებს რუსეთის ფედერაფცია, ხოლო დანარჩენ 4-ს საქართველო, რამაც თავისთავად დემოგრაფიული სურათის ცვლილება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად მთის სოფლებშიც (რაჭ, დუშეთის რაიონი, ყაზბეგის რაიონი )სავარაუდო ხიფათის თუ სოციალურ - ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შეიმჩნევა მოსახლეობის მიგრაია ბარისაკენ, რაც უფრო ასუსტებს საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემას;
საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის მიერ შექმნილი გეგმა, კავკასიის ქედის პერიმეტრზე და 40 კმ -იან თავდაცვის სივრცეში, ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, როგორც ვერტიკალური მიმართულებებით, ასევე ქედის პარალელურად.
ჩვენი აზრით, ამ გეგმის რეალიზაციას ემსახურება შემდეგი პროექტები:
ახალი 207 კმ -იანი გზა, ყარაჩაი - ჩერქეზეთიდან, მარუხის უღელტეხილის გავლით - აფხაზეთისაკენ (ამ გზის ყარაჩაი - ჩერქეზეთის მონაჯვეთი უკვე მზადაა); უკვე აშენებული გზა, კალაკი - მამისონი ( ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე) ეს გზა 18 კმ- იანია და იგეგმება მისი გაგრძელება ჯავისაკენ (აქედან გამომდინარე გასაგებია ქართველი მესაზღგვრეების იძულება, რომ მათ მამისონის უღელტეხილიდან ”ნიკოლოზის ხიდის” აფეთქების ფაქტი); გეგმაში არსებული როკის გვირაბის რესტავრაცია და ახალი გვირაბების გაჭრა; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჩეჩნეთის, ითუმ - კალის რაიონიდან შატილამდე გამავალი გზის აღსადგენად; დამთავრებულია დაღესტანის, ბოთლიხის რაიონიდან გზის მშენებლობა ყვარელის რაიონამდე (ეს გზა პირადა ე. პუტინის მითითებით აშენდა) ინტენსიურად მიმდინარეობს ცხინვალი - ახალგორის გზის მშენებლობა. გზის საპროექტო პროფილიდან და ხარისხიდან კავკასიონის ქედის პარალელურად გაგრძელება ყაზბეგის რაიონისკენ. ამის საფუძელს გვაძლევს ის, რომ ჩრდილო ოსეთში დაწყებულია სერიოზული კამპანია ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ოსეთისთვის მიკუთვნების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიას დღითიდღე უფრო მეტი მაშტაბი ეძლევა და მასშიუკვე ღიად ჩაერთვნენ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელები (განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის დუმის დეპუტატი ჩრდილოეთ ოსეთიდან არსენ ფაძაევი). თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრააციული საზღვარი გადის ყაზბეგის რაიონთან, საქართველოს სამხედრო გზის მიმდინარე ტერიტორიაზე, ადვილი წარმოსადგენია როგორი ხიფათის შემცველია ასეთი ტიპის პროექტები.
კავკასიის ქედის გასწვრივ პარალელური, სავარაუდო გზების მშენებლობის გეგმა შეიძლება განვიხილოთ ყაზბეგის რაიონისა და მიმდებარე ხევსურეთის მაგალითზე -
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის, მოლაპარაკეის საფუძველზე დემარკაციამდე სახელმწიფო საზღვარი გადიოდა ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის შუაგულში. გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ე.წ ”ეშმაკის ხიდსა” და საფორთიფიკაციო დაგებობა ”დზოტის” მიდამოებში გაიხსნა საკონტროლო გაშვები პუნქტი ”ლარსის” სახელწოდებით (უნდა ითქვას, რომ სსრკ-ს დროინდელი მიწათსარგებლობის რუკების მიზედვით საქართველოს გვირაბს იქით კიდევ 100 კვ.კმ). შემდგომში, გაურკვეველი მოსაზრებების გამო, 90-იანი წლების შუაში, საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო პუნქტი გადმოწია 850 მ -ით უკან. ეს ღონისძიება დროებითი იყო, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ასე დარჩა. ამ მონაკვეთს დაერქვა ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც ორივე მხარეს ერთობლივად უნდა გაეკონტროლებინა, თუმცა ამჟამად კონტროლი მთლიანად რუსეთის ხელთაა. რუსეთის მიზნების უკეთ გასაგებად საკმარისია დავხედოთ რუკას. ქართ[ელი მესაზღვრეების დისლოკაციის ყოფილი ადგილი სტრატეგიული თვალსაზრისით, ძალია მომგებიანი იყო, ის აკონტროლებდა შემოვლით გზებს თერგის აქეთ - გველეთამდე და მყინვარის მიმართულებით მიმავავლ გერგეთის შემოვლით გზას, ასევე ხევსურეთისაკენ (არხოტისკენ) მიმავალ გზას, რომელიც ჯარიახის ხეობის პარალელურად მიემართება. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ მიმართულების ხელში ჩაგდებით რუსეთი მომავალში თავის გავლენის ქვეშ მოაქცევს ჯუთა-არხოტი-შატილი-მონეხჭალა (თუშეთი)მიმართულებას, მაშინ გასაგები გახდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებული შეფასებას იმსახურებს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება.
ეს მიმართულება დღეს მხოლოდ საჭაპანე ტრანსპორტის გადასაადგილებლადაა ვარგისი, მაგრამ მომავალში შეიძლება რთული პროფილის სამანქანო გზის აშენება ( ამ მიმართულების ვერტიკალურად ჩეჩნეთიდან შენდება ითუმ - კალედან გამომავალი გზა). თუ გავითვალისწინებთ. რომ ეს ტერიტორიები პრაქტიკულად მოსახლეობის გარეშეა დარჩენილი, იოლი მისახვედრია, რომ რუსეთისათვის ნაკლებ პრობლემატიურია თავისი ამოცანის შესრულება.
რუსეთის ფედერაცია თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ხშირ შემთხვევაში ნიღბავს ეკონომიკური თუ თურისტული პროექტებით.
მამისონის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ზამთრის კურორტის აშენება, რომელიც რუსეთის ყველაზე დიდი სამთო კურორტი იქნება ( 35 სათხილამურო ტრასა). ამ კურორტის პროექტი დემონსტრირებული იყო 2006 წელს კრასნოდარის ეკონომიკურ ფორუმზე და მაღალი შეფასება საიმსახურა. კურორტი შენდება ჩრდილოეთ ოსეთის, ზარამაგის ნაკრძალის ტერიტორიზე. სწორედ ამ პროექტის საფარ-ქვეშ გარემონტდა კალაკი - მამისონის გზა. პროექტის სახელწოდებაა - ”მამისონი”. კოდორის ხეობაშჳ შეიქმნა სახელმწიფო პარკი, რომელიც გეგმის მიხედვით უნდა გახდეს, ჩრდ. კავკასიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პარკის ნაწილი. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით დაღესტანში მზადდება სათხილამურო კურორტის პროექტი, საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არ მოახდინა სასწრაფო რეაგირება შექმნილ მდგომარეობაზე, ვითარება შეიძლება უაღრესაცდ დამზიმდეს.
გასაგებია საქართველოს ხელისუფლების სურვილი, არ მოხდეს კონფრონტაცია რუსსა და ქართველ მესაზღვრეების შორის, რათა რუსეთს არ მიეცეს სამხედრო ძალის გამოყენების საბაბი ( მაგალითად: მამისონის უღელტეხილზე მომხდარი ფაქტი), მაგრამ მდგომარეობა საგანგაშოა და აქტიურ კონტრრონისძიებებს მოითხოვს.
კონტრღონისძიებები უნდა მომდინარეობდეს არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და საქართველოს ხელისუფლებისგან, არამედ საქართველოს საზოგადოებისაგან.
ყველა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს რომ საერთო ძალისხმევის გარეშე მდგომარეობა არ შეიცვლება.
დღეს საქართელოს მთიანეთში საახლოებით 450 კმ -იან საზღვარზე დარჩენილია 25 – 30 ათასი მაცხოვრებელი (ძირითადად ონისა და მესტიის რაიონების ხარჯზე) დეპოპულაციის პროცესი გრძელდება.
ხელისუფლებამ გადადგა ზოგიერთი ნაბიჯი მოსახლეობის მთაში დასამაგრებლად (იგულისხმება სამთო ტურიზმის განვითარების პროექტები) , მაგრამ ეს ნაბიჯები ჯერჯერობით არ არის საკმარისი, მისახედია თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, ხევი, რაჭა, საქართველოს მთის სხვა კუთხეები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველოს მთამ და მისმა მოსახლეობამ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია.
მ.არეშიძე * * *
არ არის აქტუალური ეს თემა?
თუ ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით და რაც არის არის? * * *
მეგონა, აქტუალური იყო ეს თემა, მაგრამ ვინაიდან არავინ დაინტერესდა, ესე იგი არავის აინტერესებს მოდერაციას ვთხოვ, წაშალოს.
--------------------
________________________________ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა...
|