ფილმი გადაღებულია ნიკონის კინოფესტივალისთვის, თემაზე "მე ვარ გმირი". ხანგრძლივობის მაქსიმალური დრო 140 წამი.
ჩვენთვის ეს ფილმის გადაღების პირველი მცდელობაა. ფილმი არ არის დოკუმენტური და არც მოწოდებაა ვინმესთვის, თუ როგორ იცხოვროს ან მოიქცეს. ეს უბრალოდ ჩვენი პირადი გულისტკივილის ანარეკლია, რომელიც შევეცადეთ კადრებად დაგვეხატა და შეძლებისდაგვარად ჩაგვეტია 140 წამში. ფილმის გმირები ომის შვილები არიან. მათ ერთმანეთი ომის შემდეგ იპოვეს. მიუხედავად წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსისა ერთმანეთი შეუყვარდათ. ისინი ნამდვილად გმირები არიან. მოგეხსენებათ, იმისთვის რომ გმირი დაინახო არ არის აუცილებელი კომიქსებში ჩაიხედო. გმირები ჩვენს გაშემო და ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. უბრალოდ რთულია მათი შემჩნევა.რადგან ისინი საკუთარი გმირობის აფიშირებას არც ცდილობენ. ალბათ გმირია ყველა ის ადამიანი ვისაც მიუხედავად ტკივილისა და დამცირებისა პატიება შეუძლია... გმირია ადამიანი ვისაც უყვარს... გმირია ადამიანი ვინც მიუხედავად მრავალი გასაჭირისა, გულისტკივილისა და იმედგაცრუებისა მაინც ადამიანად რჩება!!!
თემა: მე ვარ გმირი
გმირები (ფილმში მათი გამოჩენის მიმდევრობით):
*ალბანელი ბექიმ ჰაიკა – 1999 წელს, კოსოვოს კონფლიქტის დროს, სერბმა ჯარისკაცებმა ბექიმს მშობლები თვალწინ დაუხოცეს.
*სერბი მილიცა სრეტენოვიჩი – მილიცამ მამა და ძმა სამხედრო ოპერაციის დროს დაკარგა.
*პალესტინელი ისმაილ ალ–ფახური – 1997 წელს, მისი ტყუპისცალი და შეეწირა ღაზას სექტორში დაბომბვებს.
*ებრაელი მაიმონი სარა – 1994 წელს, ისრაელის საელჩოსთან მომხდარი აფეტქების გამო დაკარგა მხედველობა.
ვისაც ფილმი მოგეწონებათ შეგიძლიათ შეაფასოთ (შესაძლებელია 24 საათში ერთხელ ერთი IP-დან), ვიდეოს ქვეშ გამოსახულ ვარსკვლავებზე დაჭერით, ასევე კომენტარით.
გმადლობთ!
ფილმზე გადასასვლელი ბმული:
http://www.festivalnikon.fr/videos/view/id/337 This post has been edited by Qolga on 30 Dec 2010, 04:14
მიმაგრებული სურათი