
მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო, დღეს მინდა ძალიან სასარგებლო თემაზე გესაუბროთ და მოგცეთ მზა ტიპის ტექნიკა და რჩევები, ვინც გეგმავთ ან აპირებთ უცხოეთში სწავლას. მოგეხსენებათ, ბრიტანული და ამერიკული სტანდარტი, უნივერსიტეტზე მიმართვის დროს გთხოვთ დოკუმენტების ჩამონათვალში მნიშვნელოვან დოკუმენტს, რასაც personal statement-ი ეწოდება. ბუნებრივია დაგებადებთ კითხვები რა არის personal statement-ი და რისთვის არის საჭირო? რატომ ითხოვენ უნივერსიტეტები? ექცევა თუ არა ყურადღება და ა.შ
personal statement–ი, მეორენაერად შეიძლება ვუწოდოთ “სამოტივაციო წერილი” წარმოადგენს თქვენს მიერ შექმნილ დოკუმენტს, სადაც აკადემიური ინგლისურით წერთ რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად ამ კურსის არჩევა, რა მოტივაცია და გამოცდილება გაგაჩნიათ და რა საგანმანათლებლო აქტივობები გქონიათ თქვენი ცხოვრების მანძილზე. დაწყებული სკოლიდან უნივერსიტეტით დამთავრებული… (თვითმართველობები, ინტელექტუალური შეჯიბრებები, კონკურსები, სტუდენტური თვითმმართველობა, სამუშაო გამოცდილილება, სამუშაო პრაქტიკა და ა.შ.
personal statement–ის მიზნები
ბევრი უნივერსიტეტი თქვენი აპლიკაციის გაგზავნის შემდგომ ხშირად არ იბარებს სტუდენტს ინტერვიუსათვის, რადგან სწორედ personal statement–ი განსაზღვრავს თქვენ პიროვნულ “მე”–ს, თუმცა არსებობს გამონაკლისები, მიუხედავად თქვენი personal statement–ისა შესაძლოა დაგიბარონ ინტერვიუზე, სადაც დეტალურად გამოგკითხავენ, რაც კი გიწერიათ personal statement–ში და ამას გარდა რა კურსიც აირჩიეთ მასზე. მაგალითისათვის: ოქსფორდის ინტერვიუებში, ვინც სამართალზე აბარებს, ხშირად შეხვდებით სამართლებრივი სიკეთის შესახებ კითხვებს და კოლიზიურ სამართალზე სპეციფიკურ კაზუსებს, რომელიც უბრალოდ თქვენი აზროვნების უნარს აჩვენებს. personal statement–ი ეს არის შანსი, იმისათვის რომ თქვენი თავი კარგად წამოადგინოთ და სიმპატიები გაუჩინოთ, როგორც აპლიკანტის მიმართ შემფასებელს. ჩემი აზრით, თქვენს მიერ გაგზავნილი დოკუმენტებიდან დაახლოებით 30% შეფასების არის personal statement და ძალზედ მნიშვნელოვანია თუ როგორ დაწერთ. აპლიკაციის გაგზავნისემდგომ, თქვენს აპლიკაციას განიხილავს ორი პერსონა, ეს გახლავთ უნივერსიტეტის მიმღები დეპარტამენტის წარმომადგენელი და კურსი, რომელიც აირჩიეთ იმის სპეციალისტი. მაგალითად: საერთაშორისო სამართალის ტუტორი ან ლექტორი. განხილვის დროს, ისინი მხედველობაში ღებულობენ ორ მთავარ კითხვას:
1) გვჭირდება თუ არა ეს სტუდენტი კურსზე?
2) გვჭირდება თუ არა ეს სტუდენტი უნივერსიტეტში?
ეს ორი კითხვა არის, რომელიც იყოფა დამატებით ქვე კითხვებად და დამატებით ინფორმაციას ღებულობენ შემდეგი კითხვებით, რაც უნდა ამოკითხონ თქვენს personal statement–ში.
• არის თუ არა სტუდენტი მის მიერ არჩეული კურსისათვის შესაფერისი?
• აქვს თუ არა სტუდენტს კურსისათვის აუცილებელი კვალიფიკაცია და ღირებულებები?
• არის სტუდენტი კეთილსინდისიერი და ბეჯითი?
• შეუძლია სტუდენტს კურსის დაძლევა?
• შეუძლია სტუდენტს ძალიან მტკიცედ მუშაობა წნეხის პირობებში?
• შეეძლება თუ არა სტუდენტს უნივერსიტეტის ახალ გარემოსთან სწრაფი შეგუება?
• როგორი კომუნიკაციის უნარ–ჩვევა აქვს?
• აქვთ თუ არა ამ კურსისათვის რაიმე სახის კვლევა ჩატარებული?
• აქვთ თუ არა ინტერესი საგნისა და მომავალში უფრო მეტი ცოდნის შეძენის სურვილი?
ეს გახლავთ იმ კითხვების ჩამონათვალი, რომელსაც პასუხი უნდა გასცეთ თქვენს personal statement–ში. სამწუხაროდ, კითხვებზე პირდაპირი პასუხი არ უნდა გქონდეთ, უბრალოდ უნდა მოყვეთ თქვენს შესახებ და უნდა მოიყვანოთ ამის დამამტკიცებელი გარემოებები. ასევე უნდა იცოდეთ ერთი გარემოება, რომ თქვენს გარდა უნივერსიტეტებში შედის ათასობით აპლიკაცია და შესაძლოა ყველაფერი კარგად გეწეროთ, მაგრამ უბრალოდ აიღონ და გვერდზე გადადონ.
ჩანაწერები თქვენს შესახებ
წერას სანამ შეუდგებოდეთ, აიღეთ დასტა ფურცლების და ჩამოწერეთ რატომ წერთ personal statement–ს? და რას აპირებთ, რომ დაწეროთ. ყველაზე კარგი გამოსავალია პუნქტებად ჩამოწეროთ ეს ყველაფერი და შეაჯამოთ ერთად.
რა გსურთ რომ ისწავლოთ უნივერსიტეტში და რატომ
• კურსის სპეციფიკური ასპექტები და ინტერესები
• რელევანტური კურსი თუკი რაიმე გაგივლიათ
• პრაქიკული სამუშაო ამ სფეროში
• წასაკითხი, რაც წაგიკითხავთ ამ სფეროში
• სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში
• კონფერენციები, რომლებზეც მონაწილეობდით
• პერსონალური გამოცდილება, რამაც გადაგაწყვეტინათ ამ საგნის არჩევა
• რა მოსაზრება გაქვთ, ცოდნა რომელსაც მიიღებთ სად გამოიყენებთ
გამოცდილებები, რომელიც უჩვენებს, რომ თქვენ საიმედო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხართ
• ბიზნესის დაწყების უნარ–ჩვევა
• საზოგადოებრივი თუ საქველმოქმედო სამუშაო
• სასკოლო/საუნივერსიტეტო აქტივობები
• დებატები, ხალხთან ურთიერთობა
თქვენი ინტერესები და უნარ–ჩვევები
• რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს
• სპორტული და სხვა სახის აქტივობები
• მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც უკრავთ
• ენები, რომელსაც ფლობთ
• პრიზები, რაც მოგიგიათ ან რაიმე სახის თანამედობა
personal statement–ის სტრუქტურა:
პარაგრაფი 1:შესავალი თქვენს მიერ არჩეულ საგანზე, რა ნაწილი გაინტერესებთ და რატომ. მაგალითად: არჩეული საგანი სამართალი და გაინტერესებთ საერთაშორისო სამართალი.
პარაგრაფი 2: რა გამიკეთებია ჩემს არჩეულ სპეციალობა/საგანში
პარაგრაფი 3 და 4: სამუშაო გამოცდილება და აქტივობები, რაც აკეთე სკოლაში/უნივერსიტეტში.
პარაგრაფი 5: ჩემი ინტერესები სკოლისა და უნივერსიტეტს გარეთ (რომელიც შეიცავდა პასუხისმგებლობას)
პარაგრაფი 6: ჩემი მიზნები უნივერსიტეტში ჩაბარების და დაამთავრეთ.
არ დაუშვათ ასეთი სახის შეცდომები
მე ვარ ძალზედ კარგი სტუდენტი, მე მეხერხება ეს ძალიან კარგად, მე ჩემი განათლება სერიოზულად მიმაჩნია. – ამ ყველაფერს წყვეტს უნივერსიტეტის მიმღები დეპარტამენტი და არა თქვენ!!!
ეს გახლავთ დეტალური და ძირეული ინსტრუქცია, თუ როგორ დაწეროთ personal statement–ი გაითვალისწინეს ეს ყველაფერი და ეცადეთ, რომ არ გააზვიადოთ და ლაკონურად კონკრეტულად წეროთ ყველაფერი, დაიცავით ეთიკა, რადგან თქვენს მიერ გამოვლენილი უხეში მიდგომა, ხედვა ან აზრის დაფიქსირება თქვენზე ცუდად მოქმედებს. მთავარი რაც არ უნდა დამავიწყდეს, personal statement–ი უნდა იყოს დაახლოებით მინ 400–იდან მაქსიმუმ 700 სიტყვამდე. სხვა მხრივ, რომ გაგახაროთ დავდებ personal statement, დაბლა შეგიძლიათ გადმოწეროთ. წაიკითხეთ გაეცანით, ხალხი, როგორ წერს და მერე შეუდექით წერას.
ყურადღება: ინტერნეტში მოპოვებული personal statement–ის იდეებისა და რაიმე აზრის ან წერის სტილისტიკის დაკოპირება ფიქსირდება საუნივერსიტეტო კომპიუტერულ პროგრამაში, რომელიც ამოწმებს თქვენ personal statement–ს რაიმე ხომ არ გადაიწერეთ ან დააკოპირეთ, რომელიმე ინტერნეტ რესურსიდან. არ გაბედოთ და არც იფიქროთ, რომ მოატყუებთ უნივერსიტეტეს. დაწერეთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ თვითონ, თქვენი ინგლისურით. )
იმედია მოგეწონათ ჩემი ეს პოსტი და სასარგებლო იყო, დატოვეთ თქვენი მოსაზრებები და კითხვები. თემფლეითებს ვდებ შემდეგ სპეციალობებში:Accountancy, Archaeology, Business, Chemistry, Computing and IT, Economics, History, Law, Marketing, Management, Politics
გადმოსაწერად ეწვიეთ ბლოგს: [URL=http://beka.kiria.ge/?p=383
http://beka.kiria.ge/?p=383[/URL]
წყარო:
http://beka.kiria.geავტორი: ბექა ქირია
სიახლის ბმული:
http://beka.kiria.ge/?p=383