ამ თემის გახსნა ბერლიოზის "რექვიემმა" ჩამაგონა.
მთელი ქვეყანა გადავატრიალე, მაგრამ მე რომ მინდა, ისეთ ჩანაწერს ვერ მივაგენი.
აი, ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
დიდი მუსიკალური ნიჭი არ უნდა იმ ჟღერადობის წარმოდგენას, რასაც ბერლიოზი Dies irae-ში მიესწრაფვის. რომ იტყვიან, ხელის გულზე დევს. ამის ნაცვლად საბრალო კნავილი თუ შეგვრჩება ხოლმე.
ბოლოს მივხვდი, რომ იმას ვეძებ, რაც არ არსებობს.
გეორგ შოლტისა და ჩიკაგოს სასულეების გარდა მაგის შემსრულებელი არავინ მეგულება.
რას არ დავთმობდი, ეს ჩანაწერი რომ არსებობდეს!
ოცნებად დარჩენილი კიდევ ერთი ჩანაწერი ალბათ გვიანდელი ბულეზის "ტრისტანი" იქნებოდა:
Richard Wagnerსხვები მერე მომაგონდება. მანამდე თქვენი საოცნებო ჩანაწერები მოგვაშველეთ.