მოკლედ,
გასაგებია რომ წვაზე დიდ გავლენას ახდენს ძრავის მოცულობა და ავტომობილის მასა. მაგრამ არის რაღაც მომენტები რაც ვერაფრით ვერ დავამუღამე უშუალოდ კონკრეტულ მოდელებთან, რომლებიც არანაირად არ უნდა წვავდნენ იმდენს რამდენიც კატალოგით აქვთ მითითებული.
თუ ვინმეს გქონიათ უშუალო შეხება ამ მოდელებთან, იქნებ დაწეროთ რამდენს წვავდა რეალურად თბილისში ამ მოდელებიდან რომელიმე:
MG TF 1.8 - 10.6 (1100 კილოა მთელი მანქანა)
Alfa Romeo GTV 1.8 - 12.9L
Fiat Coupe 1.8 - 11.9L
1994-200 Opel Corsa 1.4L 16V, ავტომატური სიჩქარეთა კოლოფით - 11.3L (როგორ ახერხებს?!)
გასაგებია რომ კატალოგის მონაცემებზე ბევრს წვავს ზოგიერთი მანქანა, მაგრამ როგორ შეიძლება 1.4იანი ოპელ კორსა წვავდეს 11.3 ლიტრს 100 კმ-ზე, როცა მაგდენს 520-ები წვავენ?
აქ ჩამოთვილთაგან, ყველა მოდელი საკმაოდ მსუბუქია და პატარა ძრავიანია, მაგრამ ყველა წვავს მინ 10 ლიტრს, რაც არ არის ცოტა ასეთი ზომის მანქანებისთვის, რომელთაგან არცერთი არ არის სპორტული (ვიდზე შეიძლება, მაგრამ რეალურად სპორტისგან ყველა ძალიან შორსაა).
PS ეს საერთოდ ფანტასტიკის სფეროა და ვერაფრით ვერ ვიჯერებ
Mitsubishi FTO - 17.8 L თან შერეულ რეჟიმში!