#22727970 · 28 Nov 2010, 20:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარკეტინგი, როგორც ეკონომიკური კატეგორია და სამეწარმეო საქმიანობის განსაკუთრებული სახე, აღმოცენდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. მარკეტინგის აღმოცენება დაკავშირებული იყო საბაზრო ურთიერთობების განვითარებასა და კონკურენციის შემდგომ გამწვავებასთან. უპირველეს ყოვლისა, საჭირო გახდა სხვადსხვა სამეწარმეო სფეროს გასაღებითი საქმიანობის მართვის უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
მარკეტინგის პირველი სასწავლო კურსი გაიხსნა 1901-1902 სასწავლო წელს, აშშ-ში ილინოისისა და მიჩიგანის უნვერსიტეტებში. კურსი შეიცავდა საწარმოს გასაღებითი საქმიანობის ძირითადი მეთოდების დახასიათებასა და აღწერას, ბითუმად და ცალობით მოვაჭრეთა ოპერაციებს. ძირითადად ყურადღება გადატანილი იყო რეკლამის საკითხებსა და სხვადასხვა სახის საქონლის რეალიზაციის სპეციფიკაზე.
1908 წელს დაფუძვნებულ იქნა მარკეტინგის პრობლემების კვლევის პირველი კომერციული ფირმა. 1911 წელს მსხვილ კომპანიათა მმართველობით აპარატში პირველად შეიქმნა სპეციალიზირებული მარკეტინგის განყოფილებები. 20-იან წლებში აშშ-ში შეიქმნა მარკეტინგისა და რეკლამის მასწავლებელთა ნაციონალური ასოციაცია,რომელიც შემდგომ გაერთიანდა 1937 წელს დაარსებულ მარკეტინგის ამერიკულ ასოციაციაში.
30-იანი წლების შემდეგ ბევრი მეწარმე წარმოებაზე ორიენტაციიდან გადავიდა გასაღების ორიენტაციაზე. ჭარბ წარმოებამ ხელმძღვანელები აიძულა მიემართათ გასაღების სფეროს აგრესიული მეთოდისათვის, ე. ი. გაეყიდათ ყოველივე ის, რაც ჰქონდათ გასაყიდი.
50-იან წლებში ჩამოყალიბდა სიტუაცია,როდესაც სამომხმარებლო საქონელზე (მათ შორის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზეც არსებულმა მიწოდებამ საგრძნობლად გადააჭარბა მოთხოვნას, რამაც აიძულა ფირმები და კომპანიები განეხორციელებინათ ორიენტაცია მომხმარებელზე, მისი ინტერესების შესაბამისად.
მარკეტინგის განვითარებაში თვისობრივი ნახტომი მოხდა 60-80-იან წლებში, როდესაც განხორციელდა ინდუსტრიული პერიოდიდან პოსტინდუსტრიულ პერიოდზე გადასვლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მასობრივი, მსხვილმასშტაბიანი წარმოებიდან მომხმარებელთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სულ უფრო მეტი დიფერენცირება. იზრდება მცირე საწარმოთა რიცხვი, არსებითად ფართოვდება სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის როლი და ა. შ.
მარკეტინგი ქმნის საწარმოს მმართველობითი საქმიანობის, აზროვნების ახალ წესს, რომელიც მიმართულია ფირმის წინაშე დასახული კონკრეტული მიზნებისა და მათი მიღწევების რეალურ შესაძლებლობებთან ოპტიმალურ მორგებისა და პრობლემების სისტემური გადაწყვეტის აქტიური ძიებისკენ.
--------------------
"A lot of movies are about life, mine are like a slice of cake." -Alfred Hitchcock
ვინ ჩემი ფეხებია ლიტვა, კლიპერსის ხალხი ვერ ხვდება ჩვენს 12 კაცში (c) George:)
|