უმეტესობა, საქართველოში, თბილისში ვცხოვრობთ და შეიძლება ერთმანეთსაც კი გადავეყაროთ სადმე შემთხევით, ქუჩაში ან სხვა საიტზე...
ფეისბუკზე ერთი გავიცანი

ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ ფორუმელიც ყოფილა, უფრო ადრე ისიც გავიგე, რომ ჩემი უბნის სამედიცინო ცენტრის ექიმიც იყო, მერე შემთხვევით მისი ოთახის ფანჯრიდან მომზირალიც დავინახე.

მოკლედ, დიდი ხნის ნაცნობივით ვუყურებდი. ჰოდა, ერთხელაც აზრად მომივიდა, ვირტუალური რეალობად გამეხადა და ასეთი რამ გავაკეთე მისი სამსახურის ფანჯრის წინ ხეზე:

შავი ჭიკარტით მივაჭიკარტე წითელი ბაფთა, ყვითელქაღალდიანი შოკოლადით. თეთრ ფურცელზე ორი სიტყვა ეწერა, რომელთაგან ერთ-ერთი ადრესატის ვინაობას აღწერდა: თამუნა!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ადრესატამდე არ მისულა

საღამოს შევამოწმე, ვიღაცას ჩამოუხსნია!!! თან იმ დღეს არ ყოფილა სამსახურში, "სხვათაშორის" რომ ვკითხე
რატომ იღებენ აშკარად სხვისთვის განკუთვნილ ნივთებს? ისე ნაპოვნზე რომ არაფერი ვთქვათ... პატარა ბავშვი ვერ აიღებდა, რადგან ჩემს სიმაღლეზე მივაკარი, თან ისე მაგრად, რომ თითებში სისხლის მიმოქცევა 42 წამში აღდგა ლამის...
ცნობისათვის: მონღოლები კარვებში ცხოვრობდნენ. მეზობელი მეზობლის კარავში ცხვირსაც არ შეჰყოფდა, თუ მასპინძელი არ იყო "სახლში". იმათზე ნაკლები კულტურულები გამოვდივართ ჩვენც

კი შეერგოს, გოგო თუ იყო... უფრო შეერგოს, თუ თამუნა ერქვა, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეერგება?