#22699140 · 26 Nov 2010, 21:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გარემოს დაბინძურებისთვის ტელე-გადაცემის მონაწილე შორენა ბეგაშვილი 200 ლარით დაჯარიმდა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, 24 ნოემბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გავიდა სიუჟეტი ცნობილი მსახიობის შორენა ბეგაშვილის მონაწილეობით, სადაც მსახიობი ვერტმფრენიდან საინფორმაციო ბუკლეტებს ყრიდა, რის შედეგადაც გარემო დაბინძურდა.
აღნიშნულ ფაქტზე გარემოს დაცვის ინსპექციამ შორენა ბეგაშვილი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 146-ე მუხლის შესაბამისად დასუფთავების წესების დარღვევისთვის, 200 ლარით დააჯარიმა.
"კანონმდებლობის მიხედვით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების საზოგადოებრივ ადგილებში, გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის და დასუფთავების წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები, დაწესებულებები და ორგანიზაციები 1000 ლარით ჯარიმდებიან.
განმეორებით შემთხევაში კი, გარემოს დაბინძურება, ფიზიკური პირის 500 ლარით, იურიდიული პირის კი - 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
--------------------
Moderators
|