ეს არის Volkswagen New Midsize Sedan (NMS) სხვა ენაზე Passat B7 ის სხვა ვარიანტი როემელიც არის შექმნილი მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის და ასევე ისტორიაში პირველი Volkswagen რომელიც არის შექმნილი სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის, ავტომობილი ასევე გაიყიდება ჩინეთშიც, ავტომობილი არის იმ გეგმის ნაწილი რის შედეგადაც 2018 წლისთვის Volkswagen Group მა 800,000 ავტომობილი უნდა გაყიდოს ამერიკაში, კომპანიაში დარწმუნებულები არიან რომ ყოველ წელს გაყიდიან 120,000 Volkswagen New Midsize Sedan ს.
ავტომობილი აიგება შტატ ტენესის ქალაქ ჩანტოგაში, და ჩინეთში Shanghai Volkswagen Automotive ის ბაზაზე შანხაიში. ძრავის რამოდენიმე ვარიანტი იქნება შემოთავაზებული მათ შორის მათ შორის 2.5 ლიტრი მოცულობის 5 ცილინდრიანი ძრავი 170 ცხენის ძალით, რომელიც გადაბმული იქნება 5 სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე, შესაძლებელია 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც, ასევე 2.0 ლიტრი მოცულობის დიზელის 5 ცილინდრიანი ძრავი 140 ცხენის ძალით,
ყველაზე მძლავრი 3.6 ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავი 280 ცხენის ძალით. რაც შეეხება სალონს, სალონი გაწყობილია უმაღლესი ხარისხის მატერიალებით. ავტომობილის მთავარი კონკურენტები იქნებიან Honda Accord, და Toyota Camry. ავტომობილს უწინასწარმეტყველებენ მაღალ გაყიდვებს, კარგ გაყიდვებზე ჯერ მარტო ის მეტყველებს რომ მისი ფასი შეერთებულ შტატებში, დაიწყება 20,000 $ დან, რომელიც ასეთი მაღალხარისხიანი ავტომობილისათვის საკმაოდ მისაღებია. გაყიდვები ამერიკაში დაიწყება ზაფხულიდან.



http://news.drive.ge/index.php?m=45&newsid=1972 This post has been edited by Team on 11 Jan 2011, 17:22
Vorsprung Durch Technik...