ესეც ახალი მე-2 თაობის Mercedes-Benz B-Class კოდური დასახელებით W246 ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება სექტემბერში ფრანკფურტის ავტო შოუზე, ავტომობილი მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურება პირველ რიგში გაბარიტები: სიგრძე/სიგანე /სიმაღლე, 4359/1786/1557 მილიმეტრი. რაც შეეხება ძრავებს თავდაპირველად შემოთავაზებული იქნება მხოლოდ 4 ძრავი სავარაუდოდ კიდევ რამოდენიმე ძრავს 2012 წლისთვის ვიხილავთ იარსებებს:
ბენზინის B180 1.6 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 122 ცხენის ძალას და 200 ნიუტონ მეტრს, B200 1.8 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 156 ცხენის ძალას და 250 ნიუტონ მეტრს, რაც შეეხება დიზელის ძრავებს იარსებებს B180 Cdi რომელსაც ექნება 1.6 ლიტრი ლიტრი მოცულობის ტურბო ჩარჯერიანი 4 ცილინდრიანი ძრავი 109 ცხენის ძალით და 250 ნიუტონ მეტრით, B200 Cdi 1.8 ლიტრი მოცულობის ტურბო ჩარჯერიანი 4 ცილინდრიანი ძრავი 136 ცხენის ძალით და 300 ნიუტონ მეტრით.
რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს უპირველესყოვლისა 7G-DCT 7 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, სწორედ რომ გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფს ახალი B-Class-ის ეკონომიურობას. სალონში თითოეული დეტალი უმაღლესი ხარისის მასალისგანაა დამზადებული, ტექნოლოგიები ბოლო თაობის, ავტომობილმა მიიღო ისეთი ტექნოლოგიები და მოწყობილობები როგორებიც არის:
Adaptive Headlamp Assist(ახალი თაობის ფარები), Blind Spot Assist and Lane Keeping Assist, ATTENTION ASSIST(ტექნოლოგია რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გაგაბრთხილებს თუ გზაზე რაიმე სახის საბრთხეა მოსალოდნელი), Speed Limit Assist(ტექნოლოგია რომელიც გირჩევს სიჩქარის შენელებას იმ შემთხვევაში თუ მაღალი სიჩქარით მოძრაობა საბრთხის შემცველია) , Active Parking Assist(ამ ტექნოლოგიის დამსახურებით თქვენ არასდროს არ დაკარგავთ დროს პარკირებაზე), Brake HOLD function, Hill Hold function, LINGUATRONIC
(ტექნოლოგია რომლის მეშვეობითაც გააკონტროლებთ აუდი სისტემას, შეხვალთ ინტერნეტში, დარეკავთ მობილურზე და რაც მთავარია გამოიყენებთ სატელიტურ ნავიგაციას), Reversing camera და DISTRONIC PLUS. რაც შეეხება თვითონ მონიტორს ეს არის უთხელესი, სენსორული TFT-ის ფირმის ეკრანი საიდანაც ფაქტიურად მთელი ავტომობილის კონტროლია შესაძლებელი. სამწუხაროდ ამ დრომდე არაფერია ცნობილი იმის შესახებ თუ რამდენს წვავს ახალი Mercedes-Benz B-Class, არც აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე არ არის ცნობილი იმედია ამასაც მალევე შევიტყობთ, ასევე უცნობია ავტომობილის ფასი, ცნობილია მხოლოდ ის რომ ავტომობილი ევროპულ ბაზრებზე 2011 წლის ნოემბრიდან გამოჩნდება.





http://news.drive.ge/?m=62&newsid=3060
Vorsprung Durch Technik...