22 თუ 25 ევრო გიდით, გიდის გარეშე - ნაკლები
ვენეციის ამბები არ ვიცი
კვების ფასები ძნელი სათქმელია - გააჩნია გემოვნებას და სად შეჭამ. თუ საუზმე სასტუმროში შედის, ალბათ საშუალოდ 30 ევრო მაინც უნდა გათვალო 1 დღეზე საუზმის გარეშე, თანაც იტალიაში - ყავა, ნაყინი, ტირამისუები და ამბები სულ გინდება (მინდებოდა)
ფასები აღარ მახსოვს ზუსტად. კაპუჩინო მგონი 3-5 ევროს ფარგლებში, ტირამისუ - 5-7 ევროს ფარგლებში. ეს მაგალითისთვის. საერთოდ უმჯობესია თუ ტურისტულ ადგილებში არ შეჭამ - ეცადე გაარკვიო ისეთი ადგილები წინასწარ, სადაც უფრო ადგილობრივები დადიან. უფრო გემრიელიც არის და შედარებით იაფიც.
ხო, რომში განსაკუთრებით ფრთხილად - არაფერი არ შეუკვეთო, თუ ფასები არ წერია მენიუში. გაგწეწავენ!