ფორუმის მუღამი რაშია,თუ იცის ამ საიტის ადმინმა? ეჭვი მეპარება.
ფაქტიურად,პრემოდერირებაა ფორუმზე,ოღონდ მოდერირების გარეშე,ანუ იმას ვგულისხმობ,რომ 15-30 წუთის მერე ჩანს დაპოსტილები,თუ სპეციალურად არ შეხვედი "ჩამქრალ" და "ჩაძირულ" თემაში.
ეს არის საშინელება.ეგ იგივეა,ფეხბურთის რეპორტაჟს უყურებდე და ხმა უფრო ადრე მოდიოდეს,ვიდრე გამოსახულება,ანუ წინასწარ იცოდე,ესა თუ ის ეპიზოდი როგორ დასრულდება(ვიზუალურად სანამ ნახავ)
ეს არის ის,რაც ბევრ ადამიანს აიძულებს,სხვა ფორუმზე გადავიდეს.ეს თუ არის თქვენი მიზანი,პირდაპირ თქვით,რას წვალობთ ან ჩვენ რას გვერჩით? მნიშვნელობა არ აქვს,ბევრი ხალხი იქნება ფორუმზე თუ არა,მთავარია, ფორუმს მუღამი ჰქონდეს,რაც ამ საიტმა უკვე დაკარგა და ასეთ რეჟიმში სიამოვნების მიღება წარმოუდგენელია.
როგორც ჩანს,ადმინს ღლეზე ჰკიდია ეს უკანასკნელი და ოდნავადაც არ ზრუნავს მომხმარებელთა კომფორტზე,მარტო შემოსავალზე ფიქრობს.
ეს უკვე ფორუმიც აღარაა.ფორუმის უმთავრესი მუღამი მომენტალური ურთიერთობებია მონაწილეთა შორის(ფეხბურთში წუთშესვენებები გაგონილა?!)...დინამიკა იკარგება.რა ვქნათ,ისედაც ამდენ საათს ვატარებთ აქ და კიდევ ნახევარი საათი ველოდოთ ხოლმე სერვერის თავისით "დარეფრეშებას" და ახალი პოსტების გამოჩენას?
და ნუ გგონიათ,კლიკების რაოდენობას სპეციალურად გაზრდით ამით და "ჩამქრალ" თემებს ხშირად მოვინახულებთ იმის მოლოდინით,შემთხვევით პასუხები ხომ არ დაწერილა...
ხარაკირს იკეთებს

ამ ფორუმს კონკურენტი იმიტომ არ ჰყავდა,რომ ფორუმობდა...თუ ვეღარ იფორუმებს,აქაურობას დედა მოედღვნება.
ერთი სერვერი ვერ უყიდიათ.
ხალხ,შევუგროვოთ ფული ადმინს და ვუყიდოთ ერთი სერვერი...არ აქვს საკმარისი რეკლამები და სერვერის გამოცვლას თავისით ვერ წვდება...
ის მაინც გაგვაგებინონ,ოდესმე გამოსწორდება თუ არა.
ნუ,ტიმი ამ თემაში დამპოსტავი არაა,იქნევ ვულFსპელმა მაინც გაწიოს შიკრიკობა და რამე დაწეროს,თორემ უკვე ტვინი გაიღუნა.ეგ თუ სადისტია,ჩვენ არ ვართ მაზოხისტები.
ასე ვერ დარჩება აქაურობა,ეს 2X2=4
და თუ დარჩება და,წყალსაც წაუღია.მხოლოდ დროზე გაგვაგებინონ
This post has been edited by ტანკე on 1 Dec 2010, 23:28