დიმიტრი შაშკინმა 173-ე სკოლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა 173-ე საჯარო სკოლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა .
მოსწავლეების, ძირითადად იძახდნენ - "მზია, მზია!" მზია გიორგობიანი, მათი სკოლის ყოფილი დირექტორი, მოსწავლეთა თქმით, მას შემდეგ გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მე-12 კლასელების საპროტესტო აქციაში.
სკოლიდან გამოსულ მინისტრს სკოლის მოსწავლეები ქუჩაშიც შეძახილებით გაყვნენ.
შაშკინი სკოლის შენობიდან გამოსვლისას რამდენჯერმე შეჩერდა და სცადა, აეხსნა მოსწავლეებისთვის, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება მზია გიორგობიანის მოხსნის შესახებ.
მინისტრის განცხადებით, 173-ე საჯარო სკოლა სიდიდით მეორე სკოლაა მთელს საქართველოში, ამ სკოლაში ამ დრომდე არ იყო მოწესრიგებული გათბობისა და კვების ბლოკის პრობლემები.
მინისტრმა ერთ-ერთ მოსწავლესთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მიზანია ამ სკოლაში გათბობის სისტემა მოწესრიგდეს და გაიმართოს კვების ბლოკის მუშაობა.
სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებენ, ვიდრე ძველ დირექტორს, მზია გიორგობიანს სკოლაში არ დააბრუნებენ.
სასაწავლო პროცესი 173-ე საჯარო სკოლაში კვლავ შეჩერებულია. მზია გიორგობიანის ნაცვლად სკოლის დირექტორად მანდატური დაინიშნა. მოსწავლეები და მათი მშობლები ამბობენ, რომ ახალ დირექტორს მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც კი არ აქვს დამყარებული.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...nze-datova.htmlმანდატურის დირექტორად დანიშვნის გამო, 173-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის ეზოშია შეკრებილი და ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებს .
სკოლაში იმყოფება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც პედაგოგებს ხვდება. მას ჯერ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც მოსწავლეებმა და მშობლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სკოლის რამდენიმე მე-12 კლასელმა რუსთაველის გამზირზე გამართულ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ახალი დირექტორი კი, მანდატურთა შემადგენლობიდან დანიშნეს და მას მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც არა აქვს დამყარებული.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, მოსწავლეებს სკოლაში არასათანადოდ ექცევიან, არა აქვთ გათბობა, არ არის მოწესრიგებული კვების ობიექტი.
ერთ-ერთმა მოსწავლემ ისიც განაცხადა, რომ მათ მუდმივად ემუქრებიან სკოლიდან გარიცხვით იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებიან მანდატურების მოთხოვნას.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...cherebulia.htmlროგორც ჩანს აამუშავა მოსკოვმა სათადარიგო გეგმა ქვეყნის და მთავრობის ჩამოშაშლელად. თან რამდენს ბედავენ ეს რუსის აგენტები შეხედეთ რა

იუზერებო რა უნდა მოვუხერხოთ ამ ხალხს? როდემდე უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში მოპროტესტო ელემენტები??? ამას არ უნდა შევეგუოთ და ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ჩავკლათ პროტესტის გრძნობა საზოგადოების რუსეთუმეულ ნაწილში
გისურვებთ მხნეობასა და სიძლიერეს აგენტებთან ბრძოლაში. პრეზიდენტის მადლი გფარავდეთ

This post has been edited by barcafan on 2 Dec 2010, 12:23