#61973734 · 20 Mar 2025, 20:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Გამარჯობა, თბილისში ბინის გარემონტებას მოვრჩით და ახლა ავეჯს და ტექნიკას ვალაგებთ/ვამონტაჟებთ. ყველაფერი რიგზეა ერთი საკითხის გარდა: გაზქურა და მისი გაზზე შეერთება.
Განცხადება გავაკეთეთ თბილისი ენერჯიში გაზის შემოყვანის შესახებ (ამ კორპუსში გაზი მათი გაყვანილია), მათ გვითხრეს სანამ ტექნიკოსს გამოვგზავნით გაზის ჩასართავად ყველა მილი და მოწყობილობა დაერთებულ-დამონტაჟებული უნდა იყოსო.
Მეორე მხრივ ხელოსნები ამბობენ გაზი ჩვენი საქმე არაა და თვითონ გაზის მომწოდებელ კომპანიამ უნდა დაგიმონტაჟოთო.. Თუ ვინმეს ამასთან შეხება ქონია ბოლო დროს იქნებ ამიხსნათ რა უნდა გავაკეთო? Მადლობა წინასწარ.
This post has been edited by Gamebred on 20 Mar 2025, 20:17
|