#22801894 · 3 Dec 2010, 14:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საცდელი ტესტირება ჩატარდება დეკემბრის დასაწყისში.
გამოცდების ეროვნული ცენტრი დეკემბრის თვეში მასშტაბურ საცდელ ტესტირებებს ჩაატარებს. ტესტირების მიზანი საატესტატო გამოცდების ტესტურ დავალებათა აპრობაციაა.
საცდელი ტესტირება რვა საგანში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 83 სკოლის 7000 მეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე. საცდელი ტესტირებებისათვის შერჩეულია არაქართულენოვანი სკოლებიც. ტესტირება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში ჩატარდება.
2011 წელს მე–12 კლასის მოსწავლეები 8 გამოცდას CAT-ის სისტემით ჩააბარებენ.
ტესტირებების პარალელურად გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები მე–12 კლასელებთან შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში გამართავენ.
5 დეკემბერს ასეთი შეხვედრა ქუთაისში შედგება, მომდევნო დღეებში საატესტატო გამოცდების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ცენტრის წარმომადგენლებისაგან მიიღებენ ზემო აჭარის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.
დეკემბრის თვეში გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება საატესტატო გამოცდების პროგრამა და ტესტური დავალებების ნიმუშები.
გამოცდების ეროვნული ცენტრი გააგრძელებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში.
წყარო: www.naec.ge
|