ქართული დელეგაციის შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ წერილი მიიღო
17:45 03-12-2010
ლისაბონში ქართული დელეგაციის შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით სასტუმრო "ტიარა პარკ ატლანტიკის" გენერალურმა მენეჯერმა, კონსელკაო რიბერომ საქართულ მხარეს წერილით მიმართა .
"ინტერპრესნიუსმა" 24 ნოემბრით დათარიღებული წერილის მოპოვება შეძლო, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
"საქართველოს საელჩოს კონსულს, ბატონ გაიოზ ჯაფარიძე. მადლობას მოგახსენებთ, რომ დაგვდეთ პატივი და ნატო-ს ლისაბონის სამიტის დღეებში საქართველოს დელეგაციის დასაბინავებლად აირჩიეთ ჩვენი სასტუმრო. თვას უხერხულად ვგრძნობ "Correio da Manha"-ს ყოველმხრივ უსაფუძვლო პუბლიკაციის გამო. გუშინდელი დღიდან გვიკავშირდებიან ჟურნალისტები, რომლებსაც ვთხოვ, თავიანთი შეკითხვები გამომიგზავნონ წერილობით, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გაუგებრობა.
ჩემი პასუხი ნათელია - ვიყავი რა პირადად ჩართული სასტუმრო "ტიარა პარკ ატლანტიკში" სამიტის დელეგაციების დაბინავების პროცესში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი ინციდენტს დელეგატებთან ან რომელიმე სტუმართან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია. ყველაფერმა აბსოლუტურად ნორმალურად ჩაიარა. ჩვენს სასტუმროსთან დაკავშირებული ყველა სხვა ინფორმაცია არის სიცრუე.
ყველა იმ პირს, რომელიც იმყოფებოდა სასტუმროს სიახლოვეს, აბსურდად მოეჩვენება იმის წარმოდგენა, რომ 80 მანდილოსნისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებდა სასტუმროში შეუმჩნევლად შესვლას. ადგილზე იყო დაცვის ყველა საშუალება: გარდა გაძლიერებული დაცვისა, ადგილზე იყო პოლიცია და რენტგენის დეტექტორები, როგორც შესასვლელში, ასევე, პარკინგსა და უკანა კართან.
თუკი პრესის წარმომადგენლები კვლავ მოგვმართავენ, ეს იქნება ჩვენი კომენტარი მათთვისაც. გაცნობებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომში",- ნათქვამია სასტუმრო "ტიარა პარკ ატლანტიკის" გენერალური მენეჯერის, კონსელკაო რიბეროს წერილში.
ამასთან, გაიოზ ჯაფარიძის ოფიციალური თანამდებობაა საქმთა დროებითი რწმუნებული პორტუგალიაში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...ili-miigho.htmlტყულიაო და მოგონილიო, არ უგულავით ქართველებს გვერდზეო
აი წერილიც