თემას აქვს ინფორმაციული ხასიათი და მიზნად არ ისახავს არანაირ პროვოკაციას.
მოდერებო, დღესვე დავხურავ
თემის გახსნა გადამაწყვეტინა იუნაითედის ფანების შემდეგი შინაარსის პოსტებმა:
"მოგების მერე რო Glory Glory გაუშვეს ტოტენჰემის სტადიონზე, ნამუსი მაინც არა აქვთ?
""როგორ ჩანს, რომ რედნაპი და ფერგიუსონი მეგობრები არიან, მოედანზე მანჩესტერის სიმღერას რთავენ ხოლმე
"იუნაითედის ფანები დიდად ამაყობენ ისტორიით, ჰოდა, კარგი იქნება ამასაც თუ გაიგებენ.
სიმართლე:
"Glory Glory" არის ამერიკული არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის სიმღერა, რომელიც შეიქმნა 1861 წელს და აქვს შემდეგი შინაარსი:
Glory, glory, hallelujah!
Glory, glory, hallelujah!
Glory, glory, hallelujah!
His truth is marching on.
ამის შემდეგ ბევრ პატარა გუნდში მოხდა ამ სიმღერის ადაპტაცია, მაგრამ ყველაზე სერიოზულად ამას ადგილი ჰქონდა ტოტენჰემში. 1960 წელს. ეს ის სეზონია, როცა კლუბმა დუბლი გააკეთა და პრემიერ ლიგასთან ერთად თასიც მოიგო.
1981 წელს, FA თასის ფინალში გასვლასთან დაკავშირებით ტოტენჰემმა გამოუშვა ალბომი, სახელწოდებით "ოზის ოცნება" (Ossie's Dream), და მასში შესული იყო Glory Glory-ც.
Glory, glory Tottenham Hotspur!
Glory, glory Tottenham Hotspur!
Glory, glory Tottenham Hotspur!
As the Spurs go marching on, on, on!რამდენიმე წლის შემდეგ მანჩესტერ იუნაითედიც გავიდა FA თასის ფინალში და მათაც გმაოუშვეს სინგლი, Glory Glory, იმ ვერსიით, როგორადაც მანჩესტერის ფანები მას ახლა იცნობენ. ეს იყო 1983 წელს.
იმღერეთ, ვინ გიშლით, მაგრამ ახლა კარგია, რომ ისტორიაც იცით მაგ სიმღერის.
წყაროები:http://en.wikipedia.org/wiki/Glory,_Glory,..._Burden_Down%29http://en.wikipedia.org/wiki/The_Battle_Hymn_of_the_Republicეს მანჩესტერის სიმღერის გვერდია, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ჯერ ტოტენჰემს ჰქონდაო -
http://en.wikipedia.org/wiki/Glory_Glory_Man_Unitedhttp://www.chartstats.com/songinfo.php?id=9365http://uk.answers.yahoo.com/question/index...10142102AAHEuvX