მოკლედ რა ხდება

შედგა პრეზიდენტის სტიპენდიანტების სია უნივერსიტეტში და ჩემი დაქალიც იყო ამ სიაში ....ეს სია გამოქვეყნდა უნივერსიტეტის საიტზე და თან საბჭოს სხდომაზეც წაიკითხეს...
მაგრამ ფული როდესაც გადმორიცხეს უნივერსიტეტში-უნივერსიტეტმა ახალი ბრძანება მიიღო, რომლითაც ეს ჩემი დაქალი სიიდან ამოიღეს. (რა პრინციპით გადანაწილდა -არ ეუბნებიან.. უბრალოდ ფაკულტეტზე ვინც ამ სიაში ბოლო იყო ის ამოვაკალითო).
თან ბრძანების ასლი, რომლითაც ამოაგდეს სტიპენდიანტთა სიიდან- არ გადააღებინეს, უფლება არ გვაქო...
განათლების სამინისტრომ:-ჩვენ თანხა გადავრიცხეთ და მერე უნივერსიტეტი მაგას როგორ გაანაწილებს ეგ ჩვენ არ გვეხებაო...
უნივერსიტეტში პასუხობენ-რომ აღარ ხარ სტიპენდიანტი, ამოგიღეთ სიიდან, იმიტომ რომ ნაკლები თანხა გადმორიცხა სამინისტრომო... განათლება ამბობს, იმდენი გადავრიცხეთ რამდენიც სტიპენდიანტი იყოო- ანუ სტუდენტთა რაოდენობის 2 %)'
ახლა რა ქნაას ?

რომელ სასამართლოს მიმართოს და რომელი მუხლით? რამე დადებითი პასუხის შანსი არი?