გამოკითხვაში "არ ვიცი" არ არის, თუ არ იცით არსებობს Null Vote
მოკლედ რაც ამ ფორუმზე ვარ (და დარწმუნებული ვარ უფრო ადრეც იყო) ეს ტრადიცია რომ როდესაც თემა აღწევს 100 გვერდს და იხსნება ახალი ნაწილი, ახალი ნაწილის ავტორი ხდება ის ადამიანი რომელმაც ყველაზე მეტი პოსტი დაწერა წინა თემაში...
მოკლედ, მე მაქვს შემოთავაზება ეს ტრადიცია იქცეს წესად მთელ ფორუმზე!
ანუ ჩაიწეროს წესებში ასეთი რამ:
"თემის ახალი ნაწილის გახსნა ეკუთვნის წინა თემის ტოპ მპოსტავს, თუ ამ ადამიანს აქვს სურვილი რომ ამ თემის გახსნის უფლება გადასცეს ნებისმიერ სხვა ადამიანს, მას ამისი უფლება აქვს"
ამ გზით ფორუმის ადმინისტრაცია მარტივად მოაგვარებს ისეთ უხერხულ სიტუაციებს როდესაც ვინმე ახლად დარეგისტრირებული მომხმარებელი გახსნის ხოლმე ახალ ნაწილს (ტრადიციის არმცოდნე ანუ) და მერე ის მომხმარებელიც ცუდ სიტუაციაში ვარდება და იწყება არეულობა

(მომსვლია ეგეთი როდესაც ახალბედა ვიყავი, პრინციპში ცუდი სიტუაცია იყო... ალბათ ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა წესების მიხედვით თუ დამიხურავდნენ იმ თემას და გადასცემდნენ იმ ადამიანს მისი გახსნის უფლებას, ვისაც ეკუთვნოდა)
მოკლედ ჩემი აზრით ეს წესი კარგის მეტს არაფერს მოიტანდა და მარტივად მოაგვარებდა ასეთი ტიპის პრობლემებს!
რას ფიქრობთ თქვენ?
This post has been edited by Erekle_var_Ra on 2 Dec 2010, 19:22