აკლებულია საინფორმაციო საშუალებები...ათასი დისკუსია თოქ შოუები და რამე, სოფელი ავაღორძინოთ, ... გლეხკაცს საშუალება მივცეთ, ეკოლოგიური ბიო პროდუქცია ვაწარმოოთ. უარი გენმოდიფიცირებულს და მინერალურ სასუქს და ასე შემდეგ!
თემის მთავარი საკითხი.... რატომ ჰქვია საკვები პროდუქტების წარმოებას მაინდამაინც სოფლის მეურნება!
ხომ შეიძლება სოფლის და ათასი ჭკუის დამრიგებელი ნათესაოსოფი ციციკორე ძიების გარეშეც იწარმოოს საკვები პროდუქტი განვითარებული ტექნოლოგიებით,... თუ ბარით ბარვას და ხელების დაკოჟრებას სხვა გემო აქვს ?! "აბა ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია" პრინციპი.
საზოგადოება ვერ გამოვიდა სოფლის ცნობიერებიდან. ამ დროს შეიძლება თბილიში ბინა იყიდოს კაცმა 6 სართულზე, ვაზი იაყვანოს აივანზე, საქათმე მოაშენოს, მერე ეზოში ნაკვეთი შემოღობოს და ჩიჩქნოს...შაბათ კვირას ისევ სოფელში წავიდეს რაიმე საფუსფუსოდ(თან მოსაყოლად რომ ქალაქში რა მაგრად მოიწყო სახლი)ესაა ზუსტად აგრონომიული ონანიზმის კლასიკა ©TM.
მუშაობა შედეგისათვის კი არა, მუშაობა მუშაობისათვის! ....
მერე იქმნება ათასი საზოგადოება ინგლისურენოვანი ტერმინოლოგიებით "გადავარჩინოთ სოფელი და გლეხი კაცი" და ასე შემდეგ ცხოვრება გადის .... ერთდოულად ეს გლეხიკაცობა სალანძღავი ტერმინია. აბა გვეშველება რამე ?
გაღმა გავალ გუთნითვინა............ ;) !
http://izvestia.ru/news/541857