ბიზნეს განყოფილებაში როგორც ჩანს ვერ მეხმარებიან და აქ ვითხოვ ყურადღებას.
მოკლედ ასეთი სიტუაციაა:
არის კომპანია, რომელსაც სურს საჩუქრების გათამაშება.
ვაპირებდით სახალისო კონკურსების მოწყობას და გამოვლენილი გამარჯვებულისთვის საჩუქრად კომპანიის პროდუქციის კრებულის ან სხვა პრიზის გადაცემას.
ბუღალტერმა გვითრხა, რომ ასე არ შეიძლება და თუ გავაკეთებთ აუცილებლად დავიბეგრებით.
გთხოვთ გამარკვიოთ როგორი სახით შეიძლება გათამაშების მოწყობა..
იქნებ ვინმეს გქონიათ შესაბამისი გამოცდილება.
წინასწარ დიდი მადლობა ყველას