ჯგუფი ჩამოყალიბდა 1981 წელს, ლოს ანჯელესში, მათი თავდაპირველი სახელი იყო Dante Fox... შემდეგ ისევე როგორც სახელი შეცვალეს სტილიც და გლემ მეტალიდან ბლუზ როკზე გადავიდნენ, განსაკუთრებით კი led zeppelin-ის მუსიკაზე) თავიდან ისინი სხვის კონცერტებს ხსნიდნენ, როგორიცაა whitesnake მაგრამ მალე პროდიუსერების ყურადღებაც მიიქციეს და EMI-სთან დადეს კონტრაქტი. ისევე როგორც უმეტესობა EMI-ს კლიენტი მათაც გარკვეულ წარმატებას და პოპულარობას მიაღწიეს)
შემადგენლობა:Jack Russel : Vocals
Mark Kendall : Guitar
Scott Pounds : Bass
Derrick Pontier : Drums
Tyler Nelson : Guitar, Keyboard
ჩემთვის აქამდე უცნობი ჯგუფი რომელზეც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. მართალია ჩემი აზრით მეორეხარისხოვანი ჯგუფია მარა მეორეხარისხოვნებში არაუშავს) სტილს ვერ გეტყვით იმიტო რო ძაან ბევრგან დარბიან, ჰევი მეტალი, ჰარდ როკი, ბლუზი, პოპი და რა ვიცი კიდე რა... კიდე ერთი მინუსი ის აქვთ რო დიდი გავლენა აქვთ led zeppelin-ის. გავლენა კაია მარა ესეც არა რო ალბომები გამოუშვა ზეპელინის სიმღერებით) ნუ მოკლედ თემას მაინც იმსახურებს და თქვენი აზირც მაინტერესებს...
This post has been edited by rockataka on 7 Dec 2010, 02:58