
პირველად საქართველოში, დამოუკიდებელი სტუდენტური გაზეთი გთავაზობთ ყველა იმ სიახლესა და საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ნებისმიერ ახალგაზრდას დააინტერესებს. ჩვენი მიზანია ერთმანეთს დავაახლოვოთ არა მხოლოდ საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, არამედ ხმა მივაწვდნოთ საზღვარგარეთ არსებული წარმატებული უნივერსიტეტების თანატოლებს. გავცვალოთ ინფორმაციები და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შთაბეჭდილებები, გამოცდილება და ცოდნა.
ურთიერთობა გვექნება ყველა წარმატებულ ადამიანთან, რომელიც საკუთარ სიტყვას ამბობს ქვეყნის ისტორიაში; ყველა სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ თვალი მივადევნოთ განვითარებულ მოვლენებს და შევძლოთ ჩვენეული, სტუდენტური აზრის გამოთქმა.
The Students Leader არის ქართულენოვანი გაზეთი, თუმცა არაა გამორიცხული განთავსდეს უცხოურენოვანი მასალები, ან ახალი ამბები; იქნება რამოდენიმე უცვლელი რუბრიკა; ხოლო დანარჩენი გვერდები შედარებით მოქნილი და ცვალებადი რუბრიკებით დაიტვირთება.
გაზეთი გამოვა თვეში ერთხელ, 2 000 ტირაჟით და დასაწყისისთვის იქნება 20 გვერდიანი; ამათგან - ნახევარი ფერადი, ნახევარი შავ-თეთრი. გავრცელდება უფასოდ.
ვინაიდან ახლა ვიწყებთ პირველი, დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას და ვგრძნობთ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, იმედი გვაქვს გახდებით ჩვენი პარტნიორები და მხარში ამოგვიდგებით!
თითოეულ ნომერში გავითვალისწინებთ კომპეტენტურ, კრიტიკულ, შემოქმედებით შენიშვნებს.
FacebookTwitterშემოგვიერთდით