ika778
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 456
წევრი No.: 111896
რეგისტრ.: 9-February 10
|
#25752799 · 31 May 2011, 17:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ვიცით თბილიში ბორის ბაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები ლევან კობიაშვილის ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა!!! ახლა კი გველის განმეორებითი თამაში ხორვატიაში ჩვენი ბიჭები ალბათ ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ ეს თამაში არ დათმონ!!!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – თემურ ქეცბაიამ, 20 მაის გუნდის ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 3 ივნისს, ხორვატიასთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („ანჟი“, რუსეთი), გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“, ზესტაფონი), გრიგოლ ბედიაშვილი ("ოლიმპი", რუსთავი)
მცველები: კახა კალაძე („ჯენოა“, იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე („ვოლგა“, რუსეთი), აკაკი ხუბუტია („გაზ–მეთანი“, რუმინეთი), ზურაბ ხიზანიშვილი („რედინგი“, ინგლისი), უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ხიდეშელი („ზესტაფონი“, ზესტაფონი), კახა ალადაშვილი („ზესტაფონი“, ზესტაფონი), გიორგი რეხვიაშვილი („ოლიმპი“, რუსთავი), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი)
ნახევარმცველები: გოჩა ხოჯავა („ვოლგა“, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი („ზესტაფონი“, ზესტაფონი), ჯაბა კანკავა („კრივბასი“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), ალექსანდრე გურული („კარპატი“, უკრაინა), დავით კვირკველია („პანიონიოსი“, საბერძნეთი), თორნიკე გორგიაშვილი („ზესტაფონი“, ზესტაფონი), ირაკლი მაისურაძე („ოლიმპი“, რუსთავი)
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი („კარლსრუე“, გერმანია), მათე ვაწაძე („ვოლგა“, რუსეთი), დავით სირაძე („სპარტაკი“ ნალჩიკი, რუსეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ზესტაფონი“, ზესტაფონი), ვლადიმერ დვალიშვილი („მაქაბი“, ისრაელი), ჯაბა ლიპარტია („ზარია“, უკრაინა), ირაკლი მოდებაძე („ოლიმპი“, რუსთავი), გიორგი ადამია („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
როგორც „ჯვაროსანთა“ თავკაცმა სფფ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდთან საუბარში განაცხადა, ეროვნული ნაკრები შეკრებას 23 მაისს, დღის 12:00 საათზე, ტექნიკურ ცენტრ „ბასა“–ზე დაიწყებს.
სფფ–ის პრესსამსახური
ვუსურვოთ წარმატება ქართველ "ჯვაროსნებს" !!!
--------------------
---------------------- უფასო ონლაინ დახმარება კომპიუტერულ და ციფრულ პრობლემაზე http://www.facebook.com/icomp.geofficial ---------------------- http://www.Icomp.ge <<
|