ტრანსერფინგის აუდიო წიგნი, რამდენიმე წლის წინ, ჩემმა იოგის მასწავლებელმა გამომიგზვანა.
დავიწყე მაშინ მოსმენა, მაგრამ მალევე შევეში. ძალიან დამაინტერესა, მაგრამ მაშინ რატომრაც ზედმეტად ჩახლართულად მომეჩვენა.
მას შემდეგ ხშირად მახსნდებოდა, მაგრამ თითქოს ყურადღებას არ ვაქცევდი.
და ია ასე უეცრად, რამდენიმე დღის წინ, მომინდა მაქსიმალურად ჩავღრმავებოდი ტრანსერფინგის სწავლებას, და დავიწყე.
მეორე ეტაპზე ვარ და ძალიან მომწონს. ვატყობ ჩემს თავს რეალურ ცვლილებებს.
რეალურად ტრანსერფინგი არაფერს ახალს არ გეუბნება, ეს ისაა რაც ისედაც ყველამ ვიცით, მსგავს აზრებს რასაც ტრანსეფრფინგი ასწვალის, ცხოვრებაში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით, და ვიცით რომ ეს სწორია.
სხვათშორის ძალიან ბევრი ტაქტიკა ტრანსერფინგის , გვხვდება ფსიქოლოგიაშიც და მედიცინაშიც.
მაგრამ არასდროს არ გვყოფნის ძალისხმევა მივყვეთ ამ ცოდნას და რეალურად გამოვიყენოთ ცხოვრებაში.
იმიტომ რომ არ ვიცით მიზეზი, არ ვიცით რატომ უნდა მივყვეთ და გონება მალევე გვეფანტება.
ტრანსერფინგი კი გვიხსნის სწორედ რომ მიზეზს, დეტალურად განახებს სამყაროს მუშაობის სრულიად ახალ ხედვას,
იმისთვის რომ ბედნიერად ვიცხოვროთ სამყაროში , არ გვჭირდება ბრძოლა სამყაროსთან!
დეტალურად გასწავლიან როგორ უნდა გააკეთო ეს, როგორ უნდა შეძლო მოიპოვო თავისუფლება და არ მოექცე გონების კონტროლქვეშ.
ეს არ არის არც კულტი, არც გაერთიანება, არც ორგანიზაცია, ეს არის უბრალოდ ცოდნა,
რომელიც ყველამ ინდივიდუალურად, თავის თავში უნდა განავითაროს და იპოვოს.
ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს ქართულად საიტზე : magma.ge
https://magma.ge/categories/რეალო...ფინგი ქარულად წიგნის ნაწილი( დასაწყისი)
https://www.youtube.com/watch?v=79qXPNOAnfo...5D0fjdL0Cdj7gDnრუსულად (ორიგინალი) მთლიანი მასალები
https://www.youtube.com/watch?v=jgE7tPHuQ7Eოფიციალური საიტი: zelands.ru
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...