#57251270 · 4 Dec 2020, 15:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთ-ერთი მთავარი საკითხი სულიერი განვითარების კუთხით მაინც არის სურვილში. განვითარების სურვილში მრავალი პროცესი თუ მექანიზმია ჩართული. მისი გაღვივების ერთი ან ორი ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. რადგან ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესია.
შევეცდები რამოდენიმე მაგალითი ჩამოვთვალო...
არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აქვს განვითარების დიდი სურვილი. მან ზუსტად იცის რა გააკეთოს, მის გარშემო ქმნის მისთვის კომფორტულ გარემოს და განვითარებაც საკმაოდ სწრაფად ხდება. ასეთ ადამიანებს სავარაუდოდ წინა ინკარნაციებში საკმაოდ ნაწვალები და დიდი შრომა აქვთ ჩადებული და ბოლოს უკვე ზუსტად იციან რა უნდა აკეთონ რომ მოკლე დროში განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურებს მიაღწიონ.
არის შემთხვევა, როდესაც ერთი კონკრეტული საქმიანობა აძლევს იმის ბიძგს რომ იმ საქმიანობაში შეიტანონ სულიერება. შემდეგ კი საკმაოდ ღრმად შეტოპავენ და საბოლოოდ კომპლექსური განვითარება გამოსდით.
ასევე არის შემთხვევა, როდესაც ადამიანის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ძალიან ცუდი მოვლენა ან მოვლენები, რასაც შემდეგ მოჰყვება ე.წ. "შინაგანი ხმის ყვირილი", შეწინააღმდეგების ძალიან დიდი ნება, ნება ცვლილებების. ამ დროს ის იწყებს "შიდა ციხესიმაგრის" აშენებას. ამას შეიძლება დავარქვათ "ზოგი ჭირი მარგებელია".
მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სულიერი განვითარების მზაობა. ეს მზაობა მაინც ალბათ წინა ინკარნაციებიდან მიღებული გამოცდილების შედეგად მოდის.
განვითარების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი კი ტკბილი კომფორტია. მუშაობს, აქვს საკმარისი ხელფასი, ცოლი, შვილი, თბილი სახლი. ანუ შექმნილი აქვს ერთგვარი კომფორტის ზონა. ანუ ის ხდება ამ კომფორტის მონა, აქვს სურვილი განვითარების, მაგრამ ტკბილი კომფორტი და რუტინა აზარებინებს რომ ასწიოს ერთი ადგილი და დაიწყოს მუშაობა. ამ დროს ჩემი აზრით არსებობს 2 გზა:
1. საკუთარი თავის რისხვის ძალით (ანუ საჭიროა გაბრაზდეს თავის თავზე, რომ ასე უაზრობაში ატარებს თავის ცხოვრებას) დაანგრიო ტკბილი კომფორტი ანუ უარი თქვა მასზე და დაიწყო განვითარება. 2. ისევ საკუთარი რისხვის ძალით და საკუთარ თავზე გაბრაზებით ამ ტკბილ კომფორტში ნელ-ნელა დაიწყო შენი განვითარების წვეთების ჩაწვეთება, ერთგვარი injection. ეს გზა საკმაოდ რთულია, რადგან მოგიწევს ამ ტკბილ კომფორტში არსებული კოლექტიური აზროვნებიდან გამოსვლა და შენი გზით წასვლა.
მოკლედ ყოველთვის არსებობს გამოსავალი და გზა. განვითარების სურვილი კი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ შეიძლება ძალიან ღრმად იყოს მიძინებული, რომელთანაც უნდა ჩავძვრეთ, მივიდეთ და ზედაპირზე ამოვათრიოთ.
This post has been edited by brevalo on 4 Dec 2020, 19:08
|