თხის რქა
1. მე სპრინტერი არ ვარ – მარათონელი ვარ.
2. ბრძოლის ველზე მარტო ვიბრძვი.
3. კანონებს არ ვარღვევ, თუმცა სხვები აშავებენ და მე ვისჯები.
4. ჩემი ქონება – ეს სარკეა, სადაც ჩემი წარმატებები ჩანს.
5. ცხოვრება ეს მგზავრობაა, სადაც ყოველი გაჩერება ზუსტად არის დაგეგმარებული.
6. კარგია როდესაც შორეულ ქვეყნებზე მსჯელობ... საკუთარ სახლში მჯდომარე.
7. ნამდვილი თხის რქა კონიაკს ჰგავს – მისგან მხარდაჭერას გრძნობ.
8. წლების მატებსთან ერთად მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები.
9. ნამდვილად ღირს მთელი ცხოვრება ზემოთ ისწრაფოდე, რათა იქიდან ერთხელ მაინც გადმოიხედო.
10. მე ნელა მივდივარ მიზნისკენ და ამიტომ, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებ.ცოტა გავამხიარულოთ თხის რქების თემა
მამაკაცი
თხის რქის მრავალშრიანი ყინულოვანი აურის გარღვევის მცდელობები,ტკბილად მოსაგონარ,სამახსოვრო ჰემატომებს დაგიტოვებთ თავზე.
აქ უნდა იმოქმედოთ ეშმაკურად. საჭიროა, იზრუნოთ საქმიანი წაკლას იმიჯის შექმნაზე,პერსონალური კაბინეტით,ქსეროქსით,ფაქსით და ლაქია-security თ კიდევ. საქმიან ქალებზე გიჟდება,ფულს რომ თავისით გამოიმუშავებს,ბოლო გამოშვების მანქანით დადის და კოლექტივს უდგას სათავეში. აი,მსგავს დედაკაცზე მზადაა მთელი ცხოვრება ილოცოს და მის ჭკუაზე იტრიალოს.
და რა უნდა ისეთმა ქალებმა,ვისაც მასსავით ტვინი არ ეკეტება ოფისურ გლამურზე?ხელი ჩაიქნიონ?
არავითარ შემთხვევაში! სადაც არ უნდა მუშაობდეთ,"სისუფთავის მენეჯერიც" რომ იყოთ,თავხედურად უმტკიცეთ თქვენი საჭიროობა და აუცილებლობა ოფისში(ჰიპოთეტურადაც რომ არ განიხილებოდეს),მოუყევით როგორ გაფასებენ კოლეგები,როგორც ოხრავენ თქვენზე კლიენტები,როგორ წამოაყენა შეფმა ახალი ლოზუნგი იმის შესახებ,რომ "თქვენს გარეშე ოფისში ფეხი(და არც სხვა კიდურები) არ დაიდგმება,რადგან თქვენ ხართ ის საწირკველი და წებო,რომელზე დამყარებული მთელი ეს ვარსკვლავური ბიზნესი!!!" და საერთოდ,ხშირად დაუსერეთ ყურები ისეთი სიტყვებით როგორიცაა:ბიზმესი,ლეკტოკი,სკანირი,ინვოიცე და ა.შ
სექსშიც საჭიროა სპეციფიური მიდგომა:სხვების დასანახად თქვენ ყინულის დედოფალი ხართ, უემოციო და უგრძნობი ქვის ქმნილება..როგორც კი განმარტოვდებით,საჭიროა "საქმეში" მძიმე არტილერია ჩართოთ.სექსში ის მარათონელია და ხანგრძლივად დაგროვებული მაღალი პოტენცია სრულ დისტანციაზე ჰყოფნის. სპონტანური სექსუალური აღტკინებების კონტროლირება და დოზირება თხის რქისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენი ამოცანაა ამ თვითკონტროლის გათიშვა,ამიტომ ზეწოლა უნდა იყოს ინტენსიური.არანორმალურად მაღალი სექსუალობა ძალზედ ღრმადაა ჩაფლული,მოიმარჯვეთ ენთუზიაზმი,ქალური თავმოყვარეობა დაიწყეთ თხრა,რათა ამ საგანძურმა დღის სინათლე იხილოს.
მეგობრული და სულიერი დაიკოს სათნო კეთილგანწყობა ამ საქმეში ვერ დაგეხმარებათ,თქვენ ეს ვიღაც ტყუპები ან სასწორი ხომ არ გგონიათ? ჯეელს არსებითი აღგზნება ესაჭიროება. ვინ გატეხავს კერკეტ კაკალს? მართალია,გავლენიანი დედაკაცი და არა მეგობარი პარასკევა.
თხის რქისთვის ასევე დამახასიათებელია ფარისევლობა:საზოგადოებაში,ქუჩაში მუწუკებიანი ახალბედა კადეტივით იქცევა,რომელიც რიდით და მოწიწებით მიაცილებს თავის მშვენიერ ლედის(ანუ თქვენ),ასეთ დროს სასურველია აუწყოთ და შეიფეროთ "კეთილშობილ ქალიშვილთა კურსდამთავრებულის" როლი.
სახლში ეს მარტორქა მონსტრი ნამდვილი ურჩხულია.არ არის გამორიცხული სქესის ან ორიენტაციის შეცვლის იდეამდე მიგიყვანოთ.
ქალი 
თხის რქის ემოციური და გრძნობითი დინამიკა ნეელა და დიინჯად ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია ემოციური შებოჭილობა,თითქოს ეშინია მოდუნდეს და ამიტომ დრო სჭირდება "დასადნობად". ნუ დააჩქარებთ თხის რქას,ჯერ ის უნდა მოერგოს პარტნიორს,მიეჩვიოს,ისწავლოს,აითვისოს,მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ,თანმიმდევრულად და არა უცბად.
თხის რქას სექსთან საკმაოდ სერიოზული დამოკიდებულება აქვს. არავითარი ლიფტები,წვეულებები და "მთვრალზე" სექსები. უმთავრესი მიზეზი,რის გამოც თხის რქა სექსუალურ ურთიერთობას აბამს,არის "სექსი როგორც განაყოფიერების საშუალება",ჩვენებურად ბავშვების გულიზე; მისთვის ასევე დამახასიათებელია "სექსი როგორც გადასახადი",რითაც ის აჯილდოვებს პარტნიორს გარკვეული დამსახურებებისთვის; და "სექსი როგორც ავტოგრაფი",როცა თხის რქა მისთვის საინტერესო ადამიანთან სიახლოვეს ესწრაფვის და იმედოვნებს,რომ სექსი ხელს შუწყობს მასთან დაახლოებას. მუდმივ პარტნიორთან რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ თხის რქისთვის დამახასიათებელია საძინებელში "სექსი განრიგით" შემოღება.
ჩვეულებრივ, თხის რქა მომთხოვნი პარტნიორია ლოგინში,მაგრამ მისი დაკმაყოფილება რთულია,რადგან ემოციებისა და გრძნობების განთავისუფლების ეშინია. მას არც მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები უყვარს. რაიმე არაორდინალურის შეთავაზება მის აღშფოთებას იწვევს.
თხის რქას არათუ საკუთარ ინტიმურ ცხოვრებაზე,არამედ საერთოდ სექსზე საუბარი არ უყვარს. თუკი მათზე რაიმე ცნობილია,მხოლოდ მათი ფსიქოანალიტიკოსებისგან.
"ალბათ,ჩემი ქმარი გარყვნილია,რადგან ეს შემომთავაზა!"_დაიჩივლა შეძრწუნებულმა თხის რქამ ერთერთ სეანსზე. "ეს" კი აღმოჩნდა სრულიად უბოროტო ორალური სექსი.
თხის რქა სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ ერთ ბგერასაც არ გამოსცემს და გაუნძრევლად დარჩება .თქვენ კი შეძლებთ დატკბეთ მისი კმაყოფილი,მეტიც თვითკმაყოფილი სახის გამომეტყველებით.არც ასტროლოგიაში და არც ფსიქოლოგიაში ამ ფაქტს ახსნა ვერ მოეძებნა,თუმცა ფაქტი ჯიუტია და ფაქტად რჩება_თხის რქას სექსის შემდეგ(და მნიშვნელობა არ აქვს ვისთან) ყოველთვის გამაძღარი სახე აქვს.გამოცანაა.
თხის რქა:სასტიკი,ცივი და უსულგულო აისბერგი.სახლში ჟანდარმი,სამსახურში ტირანი.მისი ცხოვრების აზრიც ეს არის.იცის წვრილმანებზე გამოკიდება.სრულიად მოკლებულია იუმორის გრძნობას.ხშირად ძალადობს მეუღლეზე,ატერორებს ბავშვებს.უკან იხევს მხოლოდ ფიზიკური ძალის ან ფსიქოლოგიური ზეწოლის წინაშე.ინტელექტუალურად პრიმიტიულია,ფანტაზიები საერთოდ დახშული აქვს.ბოროტი მახსოვრობა აქვს და შურისმაძიებელია:არავის არაფერს აპატიებს.იშვიათი შეთავსებაა განდიდების მანიისა და არასრულფასოვნების კომპლექსის,მინიმალური გონებრივი და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების ფონზე.ამიტომაც ყოველთვის უფროსობისკენ მიილტვის.
თხის რქა და იუმორითხის რქა - ძველი ანეკდოტები და ხუმრობები მოსწონს. კონსერვატიული, თანამიმდევრული და მშრალი. სიცილმა შეიძლება გულის რევა მოგაგონოთ და ცალყბათაც გაგეცინოთ. პატივს სცემს ანეკდოტებს ჩუქჩებზე, მათ ჭირნახულ ცხოვრებაზე და ასეთივე იუმორის გრძნობა აქვთ. მოსწონთ ნაღვლიანი ანეკდოტები ცხოვრებისეულ პრობლემებზე: "ცხოვრება ხანმოკლეა, რომ სერიოზულად აღიქვა" მაშინვე მხიარულდება.
"მოვინადიროთ" მდედრი თხის რქა თხის რქა ეგზოტიკური ცხოველია თევზის კუდით და არ აგერიოთ ის ვულგარულ თხაში.მასზე ნადირობა რთულიცაა და საინტერესოც.ამ ნიშნის ქალებს საკუთარი მკვეთრად ფორმირებული შეხედულებები გააჩნიათ ნადირობის პროცესზე და თქვენ ვერ შეძლებთ მათ შეცვლას და საკუთარი წესების თავზე მოხვევას.აჯობებს მასზე გადაეწყოთ.მზად იყავით იმისთვის, რომ რომელიღაც მომენტში ის ისე არ მოიქცევა, როგორც თქვენ ვარაუდობდით.მიიმალება და გაცივდება.სინამდვილეში მას ეჭვები გაუჩნდა თქვენს ზრახვებთან დაკავშირებით და თქვენი მთავარი ამოცანა ამ ეჭვების გაქარწყლებაა.
მოკლედ ეს პროცესი არაა გათვალისწინებული სუსტი ნერვების მქონე მამაკაცებისთვის.თქვენ ასევე დაგჭირდებათ კარგად გაწვრთნილი მწევარის ყნოსვა,რომ დროულად ჩაწვდეთ თხის რქის საგულდაგულოდ დამალულ გრძნობებს.
თხის რქა და ალკოჰოლი საერთოდ თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანი არ მიეკუთვნება აქტიურ მსმელთა რიცხვს, რადგან თვლის, რომ ასე ის საკუთარ ჯანმრთელობასა და კარიერას საფრთხეს შეუქმნის. რაიმე კომპანიაში შესაძლოა თხის რქა ვერ შევნიშნოთ, რადგან მას არ უყვარს ხმამაღლა ლაპარაკი. თუმცა მას ადვილად შეამჩნევთ ცნობილი და მდიდარი ადამიანების გვერდით. მსგავს ადამიანებთან ნაცნობობა და მეგობრობა თხის რქების სისუსტეა. ბუნებით თხის რქა მელანქოლიკია და შესაძლოა, მას ალკოჰოლის მიღების შემდეგ დეპრესიაც კი მოეძალოს. თხის რქის სუსტი წერტილი ძვლოვანი სისტემაა, ამიტომ, ეს ნასვამი თხის რქა მიდრეკილია კიდურების ტრავმებისადმი. მისთვის ალკოჰოლი უფრო თავის გამოჩენის საშუალებაა, ამიტომ, მას სიამოვნება ანიჭებს, როდესაც სახელგანთქმულ ბრენდს მიირთმევს. მას ერთი ჭიქა კარგი წითელი ღვინო საჭმლის მონელებაში ეხმარება და ამასთან გუნება-განწყობილებასაც გამოუკეთებს. სხვათა შორის ქალწულის ნიშანთან ერთად თხის რქაც სასმელების კოლექციონერობისკენ არის მიდრეკილი.
მამაკაცების "ანტიჰოროსკოპი" 
სიჯიუტის განსახიერებაა.ცდილობს საფუძვლიანად მიჩქმალოს გრძნობები,განსაკუთრებით თქვენგან. აქ იგულისხმება ნაზი და რომანტიული გრძნობები,თორემ მტრული დამოკიდებულების დემონსტრირება თხის რქას უყვარს და კარგადაც ეხერხება. მისი საყვარელი საარსებო გარემო უსახური ბრბოა,სადაც შესძლებს კიდევ უფრო რუხი და შეუმჩნეველი გახდეს.
თხის რქა მამაკაცი გულდასმით უფრთხილდება თავის პრივატულ სივრცეს და მარტო ყოფნის უფლებას,იმავდროულად ის ყურადღებით გაკვირდებათ რეაქციებზე.თუ მცირედი უკმაყოფილება შეგატყოთ,წამსვე დაიწყებს გამყოფი კედლის აღმართვას,რათა საბოლოოდ განცალკევდეს. შეუძლებელია მათი გულახდილ საუბარზე გამოწვევა. ვერანაირი ემოციური აღტკინებით ვერ გაარღვევთ გაუცხოების სქელ ქერქს. ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულების გათვალისწინებით,არც ისე გასაკვირია არა,რატომ ვარდებიან თხის რქები დეპრესიაში? იტანჯავენ საკუთარ თავს და ტანჯავენ სხვებს.
რა,არ არის სასაცილო?.. რა ვუყოთ მერე? თქვენი არჩევანია.
This post has been edited by რუსა on 22 Dec 2010, 15:32
Живи как хочешь, только не мешай жить другим. ...