#22906169 · 10 Dec 2010, 18:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„პერვი კავკაზსკი“-ახლა უკვე „პირველი საინფორმაციო“ ეთერში 5 იანვარს გავა
„პერვი კავკაზსკისთან“ დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ სკანდალი ატყდა-მიზეზი არხის ბორის ბერეზოვსკი მიერ დაფინანსების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ითქვა ისიც, რომ საცხოვრბელი პირობებით უზურნველყოფილი და „პირველ კავკასიურზე“ დასაქმებულმა ალა დუდაევამ ხელისუფლებას პირობა წაუყენა-თუ სამაუწყებლო არხს ბერეზოვსკი დააფინანსებდა ის საქართველოდან წავიდოდა.
ასევე აქტიურად იყვნენ დაკავებულები ნაციონალური არხები-რუსი ჟურნალისტის, ოლეგ პანფილოვის PR-კამპანიით, როდესაც ისიც საქართველოში ჩამოყვანეს არხის სახელმძღვანელოდ. მაგრამ პირველ კავკასიურს მალევე პრობლემები შეექმნა ფრნაგულ სატელიტზე მაუწყებლობასთან დაკავშირებით და პირველმა კავკასიურმა რეორგანიზაცია გამოაცხადა.
ქართულ ნაციონალურ არხებს პროპაგანდის სტილით არ ჩამორჩებოდნენ რუსული საინფორმაციო არხები, რომლებიც აცხადებდნენ-რომ კავკასიური არხი შეიქმნა კავკასიის რეგიონში ანტირუსული პროპაგანდის გასატარებლად და მის პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილთან, ერთად უშუალოდ ბორის ბერეზოვსკი უხელმძღვანელებდა.
მძმე ფინანსური იმიჯის თუ ფრანგულ სატელიტურ კომპანიასთან შექმნილი პრობლემების გამო პირველი კავკასიური და ბერეზოვსკის თემა მალევე მედიის და პირდაპირ პროპორციულად საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. ამ ეპიზოდში უყურადღებობით განებივრებულმა ხელისუფლებამ პერვი კავკაზსკის მმართველი კომპანიის შერჩევაზე დაიწყო ფიქრი და ეს ფიქრები ქართველი რეჟისორის ნინო კირთაძის ქმრის და პერვი კავკაზსკის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე კოტრიკაძის სახელზე დაფუძნებულმა კომპანია „ქეი 1“-ზე შეჩერდა, შპს ქეი 1-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის მალევე გაფორმდა ხელშეკრულება სადაც საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ამოქმედებაზე. მალევე გახდა ცნობილი რომ მტავრობის სარეზერვო ფონდიდან პირველმა კავკასიურდა და ქეი 1-მა 4, მილიონ 700 ათასი ლარი მიიღო-თუმცა აქვე გახდა ცნობილი რომ საზოგადოებრივ მაუწყებელა და შპს ქეი 1-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით-ქეი-1 მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად გადარიცხული თანხიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 13 მილიონ 919 ათას 490 ლარის მიღება შეეძლო.
არსებული დოკუმენტაციის მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება რომ ქეი 1-მა შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღო, თუმცა თუ დეტალურად ჩაუღრმავდებით მიხვდებით რომ ეს შეთავაზება მთავრობისგან მოდიოდა, რასაც ბატონო რობერტ პარსონსი მის მიერ მიცემულ არაერთ ინტერვიუში ადასტურებს-თუმცა აქ უკვე აღარ იყო აქტუალური ბერეზოვსკის სახელი..... პარსონსი, კოტრიკაძე, პერვი კავკაზსკი , საზოგადოებრივი მაუწყებელი და ქართული ხელისუფლება-რა პარალელზე შეიძლება იყოს საუბარი ლოდნოში დევნილ, რუს ოლიგარქ ბორის აბრამოვიჩ ბერეზოვსკითან?!
პერიოდულად ქართულ მედიაში ჩნდება სხვადასხვა ინფორმაციები ბერეზოვსკის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით-მის მასპინძლად როგორც წესი-ნაციონალური მოძრაობის სახე გივი თარგამაძე სახელდება ხოლმე, ოღონდ ბერეზოვსკის ხან თბილისში ხანაც სიღნაღში ხედავენ. ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი პარტნიორის ანტირუსულ ინტერესებზე არაერთხელ დაწერილა-ის და ბადრი თავის დროზე მედია მაგნატებსაც წარმოადგენდნენ ამიტომ ვინ, თუ არა ბორის აბრამოვიჩმა იცის მედია-პროპაგანდის სწორად წარმოების ფასი. მიუხედავად პერვი კავკზსკისთან დაკავშირებული სკანდალი მიწყნარებისა თუ მარტივად googl-ში ერთად აკრეფთ ბერეზოვსკი-პარსონსის გვარს მიხვდებით რომ მათი გზები არაერთხელ გადაკვეთილა საჯაროდ. წლების განმავლობაში პარსონსი ხან ბიბისი რაშაზე და ხანაც რადიო თავისუფლებაზე ერთადერთი ჟურნალისტად სახელდება რომელსაც ბორის ბერეზოვსკი ხშირად ექსკლუზიური ინტერვიუებით ანებივრებდა-არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია ასევე მათი ახლო მეგობრობის შესახებ, რომელიც ამავე წყაროს ინფორმაციით საერთი ბიზნეს-მედია ინტერესებითაც არის გამყარებული, ყველა ამ ვერსიის გადასამოწმებლად „ჟურნალისტი“ პერვი კავკაზსკის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ეკა კოტრიკაძეს დაუკავშირდა:
----ეკა ძალან ბევრი შეკითხვაა თქვენს ბიუჯეტთან დაკავშირებით?! რატომ ფინანსდება არხი სარეზერვო ფონდიდან?
ნათია მე შემიძლია ზოგადად არხის პოლიტიკაზე და სხვა უფრო ზოგად თემებზე გესაუბროთ მაგრამ ბიუჯეტთან დაკავშირებით დეტალების საქმის კურსში არ ვარ თუმცა ვიცი რომ ყევლაფერი ღიად გაკეთდა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს დოკუმენტაცია ინტერნეტში.
----რა ერქმევა პერვი კავკაზსკსის ახალი მაუწყებლობის პირობებში?
ეს იქნება პირველი საინფორმაციო..
----დაფარვის ზონა როგორი იქნება...?
ჩვენ გვექნება სატელიტური მაუწყებლობა, ერთდროუალდ გავალთ რამდენიმე სატელიტზე ზუსტად იმ ტიპის პრობლემებისგან თავის ასარიდებლად რომელი ეუსატთან შეგვექმნა და ასევე იმისთვის კეთდება ეს რომ რაც შეიძლება დაფარვის დიდი ზონა დაიფაროს.
----ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი თუ გაქვთ?
ჩვენ ეთერში გავდივართ 5 იანვარს-მაგრამ შეიძლება ამ თარიღმა ცოტა უფრო გადაიწიოს.. თუმცა არ მგონია რაიმე ტექნიკური პრობლემა შეგვექმნას..
----ეკა ძალიან ბევრი შეკითხვა იყო ბერეზოვსკისთან დაკავშირებით?
სიმართლე რომ გითხრათ ეს ჩემთვის უბრალოდ სასაცილოა, მე ამ არხზე იდეის დონეზე შექმნის დღიდან ვმუშაობ და ამ გვარს აქამდე საქმიანობისას არ შევხვედრივარ..
----იგივე ტიპის ინფორმაცია ვრცელდება ბერეზოვსკის და რობერტ პარსონსის მეგობრობასთან დაკავშირებით? პარსონსი იყო ჟურნალისტი, რომელიც სარგებლობდა ბერეზოვსკის ექსკლუზიური ინტერვიუს უფლებით, რაც მოგვიანებით წყაროს ინფორმაციით მეგობრობაში გადაიზარდა..?!
იცით რა, სამაუწყებლო არხს მართავს ქეი-1 რომელის დამფუძნებლებიც ვართ მე და რობერტ პარსონსი და აქ არაფერი არალეგალური და დაფარული არ არის, და რაც შეეხება პარსონსის და ბერეზოვსკის მეგობრობას ეს თემაც არარეალურად მეჩვენება-რაც შეეხება ინტერვიუს მე ძალიან ბევრი რესპოდენტი მყავს ჩაწერილი მაგრამ ისინი ჩემი მეგობრები არ არიან და არ მგონია არც ამხელა ფული მომცენ რაც სჭირდება სატელევიზიო არხის გაკეთებას.
----რუსული საინფორმაციო არხები მუდმივად ცდილობენ პერვი კავკაზსკის დადანაშაულებას იმაში, რომ მისი მაუწყებლობა იქნება პროპაგანდული და მიმართული ანტირუსული კამპანიის დასაწყებად კავკასიის რეგიონში?!
ეს არხი არ კეთდება პროპაგანდისთვის და პროვოკაციისთვის, ეს 21-ე საუკუნეში აღარ მუშაობს, ეს არ არის ის მეთოდი რომელიც შეიძლება გამოყენოს რომელიმე ჟურნალისტმა-უბრალოდ გვინდა რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებობდეს მართალი რუსული სიტყვა.. რომ ამ ადამიანებმა დაინახონ რეალური სურათი მიმდიანარე მოვლენების, რა თქმა უნდა იქნება ასევე პრიორიტეტული ჩრდილოეთ კავკასია, რომ ამ რეგიონის მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე საკუთარი ცხოვრების შესახე.. დაფარვის ზონაში ასევე შედის ერევანი, ბაქო, კიევი და როგორც უკვე გითხარით პოსტ-საბჭოთა სივრცის რესპუბლიკების აბსოლუტური უმრავლესობა. ეს არხი არ იქნება არავის წინააღმდეგ მიმართილი. გვაცალეთ ცოტა ხანს და ყველა დაინახავს რომ ეს იქნება ჯანმრთელი საინფრომაციო სატელევიზიო არხი.. ჯერჯერობით გავალთ დღეში 6 საათი ანუ ტექნიკურად თავიდანვე 24 საათი მაუწყებლობა შეუძლებელია, თუმცა ინფორმაციის და თოქ-შოუების გარდა აქ იქნება ფილმებიც და ყველაფერი ის რამაც შეიძლება მაყურებელი დააინტერესოს..
----ეკა სად იქნებიან ალა დუდაევა და ოლეგ პანფილოვი?
ეს ორი ადამიანი ისევ გააკეთებს გადაცემას თუმცა რა თქმა უნდა ეს გადაცემები ტექნიკურად ბევრად მაღალი ხარისხის იქნება ვიდრე იყო...
----მადლობა ეკა...
„პირველი საინფორმაციო“ არხი...
5 იანვრიდან მხოლოდ იმის იმედად შეგვიძლია ყოფნა, რომ არხის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ დაუშვებს მაუწყებლობის სტილით, რუსეთთან ახალი საინფორმაციო ომის პროვოკაციის შექმნას... საინფორმაციო ომს არაუშავს, უბრალოდ რუსეთი, ბრძოლის მხოლოდ ინფორმაციულ ფორმას როგორც ერთხელ უკვე 2008-ში ვნახეთ, არ სჯერდება ხოლმე...
|