ყოველთვის არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ ადამიანები, რომლებიც გამბედაობით, სისხარტით, მონდომებითა და განსაკუთრებული მიზნების ქონით გამოირჩევიან. საზოგადოება მათ ყოველთვის იცნობს, ხანდახან გმბობს და ხშირად უყვართ კიდეც და ეს საოცარი სულაც არ გახლავთ. მათქარიზმატული ლიდერები ეწოდებათ.
მაქვს ვებერის მიხედვით ქარიზმატული ლიდერი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ხალხი რაღაც განსაკუთრებული თვისებებისა და ნიჭის გამო მისდევს, რაც შეიძლება ასეთი პიროვნების უშუალო მახასიათებლებსა ან საქმეებში გამოიხატებოდეს. ქარიზმატული ლიდერის ერთ-ერთი თვისებათაგანი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, არის ეფექტური მომავლის დანახვება საზოგადოებისათვის, რაც დაკავშირებული იქნება უაშუალოდ მის პიროვნებასთან.
ქარიზმატულ ლიდერებს განვითარებული და განვითარებადი საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. ისინი წარსულშიც და აწმყოშიც იყვნენ და არიან კიდეც. მათი აქტუალობა გეოგრაფიული მდებარეობის, პოლიტიკური სტაბილურობისა და ისტორიული გამოცდილების (მათ შორის რელიგიის) მიხედვით იცვლება. მაგალითად საქართველოში და მისნაირ ქვეყნებში (თუნდაც იტალიაში) ქარიზმატულ ლიდერებზე “მოთხოვნა” საკამოდ მაღალია, რასაც თავის მხრივ მრავალი ასპექტი განსაზღვრავს. შეგვიძლია გამოვყოთ: 1. გეოგრაფიული მდებარეობა: რაც უფრო სამხრეთით მივდივართ ადამინთა ტემპერამენტი მით უფრო ფიცხი ხდება, ქართველი ხალხი კი საკმაოდ მაღალი ემოციური მახასიათებლებით გამოირჩევა; 2. საქართველო გარდამავალ პოლიტიკურ სისტემას მიეკუთვნება (ახალგაზრდა დემოკრატიას), შესაბამისად მოლოდინი დიდი მომავლისა ნამდვილად არსებობს; 3. საქართველო იმდენად ხშირად იდგა გადაუჭრელი პრობლემის წინაშე, რომ ყოველთვის მესიანისტური იდეებით აღჭურვილ ლიდერს ელოდა, ისიც, ხშირ შემთხვევაში, არ დააყოვნებდა და ასპარეზზე ჩნდებოდა, ამიტომ მოლოდინები გმირობების შესახებ უცხო ჩვენთვის (და მსგავსი ქვეყნებისათვის) ნამდვილად არაა.
ქარიზმატულ ლიდერზე დამოკიდებული იდეები დიდი ხანი ვერ ძლებენ, თუ მათ გარკვეული სახის ფორმირება და აქტუალიზაცია არ განიცადეს, ამიტომაც ქარიზმატულ სახელმწიფოებში ხშირია პროცესების რაციონალიზაცია და პირიქით – ირაციონალიზაცია, რადგან მუდმივი ღელვა იყოს შენარჩუნებული.
რაოდენ სასიხარულო თუ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველო სწორედ ისეთი ქვეყანაა, რომლის საზოგადოების ერთგვარი დაკვეთაა ქარიზმატული ლიდერი, რაც ფართო გაგებით, თავის თავში უნდა გულისხმობდეს იმ სიახლისა და განსხვავებულობისაკენ მიმართულებით სვლას, რაც არა ეტაპობრივად, არამედ ერთიანად შეცვლის ნეგატივს პოზიტივისაკენ (რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელიც ფართო გაგებითაა ნაგულისხმები) – იდეებით მაინც.
საქართველოში გარდამავალი პოლიტიკური სისტემაა, გარდამავალი საბჭოთა ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისაკენ. ასეთ წყობას პოზიტიურად, ახალგაზრდა დემოკრატიულსაც უწოდებენ. როგორც შუა გზაზე მყოფ ადამიანს სჭირდება მამოძრავებელი და წარმმართველი, ისე ახალგაზრდა დემოკრატიულ წყობას ესაჭიროება ლიდერი და მიმართულების მიმცემი, თუნდაც მანამ, სანამ ქვეყანაში ინსტიტუტები გაძლიერდებიან. ქართულ მაგალითზე კი ინსტიტუტების სისუსტე ცალსახაა და ობიექტურები რომ ვიყოთ სწორედ ლიდერის კულტია ძლიერი. ლიდერი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაინც ხალხის დაკვეთაა, ამიტომ სწორედ ხალხის მოვალეობაა არა ლიდერის ცვლა, არამედ მისი ფორმირება ისეთად, როგორადაც მას სურს, რადგან როგორც დედასა და შვილს შორის არის მუდმივი კონტაქტი და ურთიერთგაგება, ისე ქარიზმატულ ლიდერსა და ხალხს შორის გარდაუალია არ შედგეს ურთიერთკავშირი (ლიდერი ვალდებულია უსმინოს ხალხს, ხოლო ხალხი ენდოს თავის რჩეულს). სხვა შემთხვევაში წინამძღოლიც (თუ მან არ უსმინა თავის ხალხს) დაკარგავს თავის აქტუალურობას, ხოლო ხალხიც აუცილებლად აირჩევს სხვას, ღმერთმა უწყის უკეთესსა თუ უარესს და იქნება ის წრებრუნვა და უწყვეტი ჯაჭვი წარუმატებლობისა, რაც აგერ უკვე 90-ანი წლების პიველივე თვეებიდან თან გვდევს.
http://www.patriots.ge/?p=128
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.