We Remember II
უზაბართა მარში
(WERVOLF’S MARCH)
დრო არ გვაქვს ჩვენ გლოვის
დრო არ გვაქვს ჩვენ სევდის
დრო არ გვაქვს ჩვენ ჭმუნვის
ჩვენ უნდა ვიომოთ!
დავივიწყოთ სახლი
დავივიწყოთ თავი
დავივიწყოთ შიში
ჩვენ უნდა ვიომოთ!
სამშობლოზე სევდა
წინაპართაც სდევდათ
მშვიდობა თუ გვინდა
ჩვენ უნდა ვიომოთ!
სულ ვიყავით ასნი
დავამარცხეთ სპარსნი
და ვაოტეთ თურქნი
ჩვენ უნდა ვიომოთ!
(მისამღერი)
დღეს გამარჯვების დროშა ფრიალებს
მებრძოლთა სული ისევ ბრწყინდება
ქართველთა ჯარი აღმასვლას იწყებს
ამერ-იმერი მტრის კართან დგება
მოვიწმინდოთ სისხლი
შევიმშრალოთ ცრემლი
დაიმედდა ერი
ჩვენ უნდა ვიომოთ
ტრამალია თეთრი
ხროვა მოდის მგლების
დაიმედდა ერი
ჩვენ უნდა ვიომოთ
მართალთან არს ღმერთი
გზა არს ოდენ ერთი
ხსნაც არს ოდენ ერთი
ჩვენ უნდა ვიომოთ
ჩვენ აწმყო გვაქვს ბნელი
წარსული კი მთელი
გაბრწყინებას ველით
ჩვენ უნდა ვიომოთ
(მისამღერი)
დღეს გამარჯვების დროშა ფრიალებს
მებრძოლთა სული ისევ ბრწყინდება
ქართველთა ჯარი აღმასვლას იწყებს
ამერ-იმერი მტრის კართან დგება
სერზე ყმუის მგელი
ჩექმით ვსრისოთ გველი
სისხლით მოვრწყოთ ველი
ჩვენ უნდა ვიომოთ
დარაზმული სპის წინ
ამირანი მოსჩანს
გავათეთრებთ ყორანს
ჩვენ თუ ვიომებთ!
დრო არ გვაქვს ჩვენ გლოვის
დრო არ გვაქვს ჩვენ სევდის
დრო არ გვაქვს ჩვენ ჭმუნვის
ჩვენ უნდა ვიომოთ!
დავივიწყოთ სახლი
დავივიწყოთ თავი
დავივიწყოთ შიში
ჩვენ უნდა ვიომოთ!
მონაწილეები:
მირიან ტორონჯაძე (ყვავა, BigCrow-არმაზი) – არტ დირექტორი, კომპოზიტორი, არანჟირება, ბექ ვოკალი და კლავიში
დავით ჯოხაძე (ჯოხა, SABBATH-Deep Inside) – კომპოზიტორი, გიტარა, ბექ ვოკალი
კობა მანჯგალაძე (Kobrito, JOHN-VAI-Rema) – სოლო გიტარა, ბექ ვოკალი
ირაკლი ზიბზიბაძე (ZIBO) – ბას-გიტარა, ხმის რეჟისორი
ირაკლი ფიფია (LARSI) – დრამი
Emkay – ვოკალი
ნიკა ლეშენკო (Rema) – ვოკალი
მიშა ჩიკვილაძე (Warlock-Defenders of Tanelorn) – ვოკალი
მანანა კოხრეიძე (მანჩო) – ვოკალი
ლევან კაპანაძე (მძიმე ჯვარი) – ვოკალი
ვასო დოიაშვილი (Vasinka, Ruins of Faith) – ვოკალი
გიგა მასარიძე (Kardu) – რეჩიტატივი – დავით IV სიტყვა დიდგორის ბრძოლის წინ.
ლევან მეტრეველი (მროველი) – ტექსტის ავტორი
ანა სიდამონიძე (HAG) – მედია მენეჯერი
გაგა გობრონიძე (UZUL, ZILOT) – WE REMEMBER – ROCK პროდიუსერი
დიმიტრი ყიფიანი (მიტო, შეფ) – WE REMEMBER – ROCK პროდიუსერი.
ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------