ძალიან ხშირად მომისმენია ქართულ სუფრებზე, ეგრედ წოდებული დედის სადღეგრძელოები და როგორც ყოველთვის ფეხზე დამდგარი, სერიოზული სახეებით, მშვიდი ტონითა და სინანულის გრძნობით.... ეგ კი არა დედაზე ლექსებიც კი მომისმენია სუფრაზე წამოთქმული და ცრემლმორეული თვალები.
ასევე ძალიან ხშირია საქართველოში უმცროსი ვაჟების უფროს ქალთან ურთიერთობა, რასაც ჩემის აზრით იგივე საწყისები აქვს:
უფროსი ქალი, გამოცდილი, უფრო ჭკვიანი, შესაბამისად უფრო მეტი "საყრდენი" და უფრო მეტად "დედა".
ფრომისეული დედის სიყვარულის ახსნა როგორც მახსოვს შემდეგია:
მუცლად ყოფნის პერიოდი: სამოთხე, უმოძრაობა, უზრუნველყოფილი ყველაფრით: სითბოთი, საჭმლით, უსაფრთხოებით და ა.შ...
დაბადება: ძუძუს წოვის პერიოდში ჯერ კიდევ დამოკიდებულია ბავშვი დედაზე პრაქტიკულად.
ნუ მერე მოდის ეტაპები სქესების შეცნობისა და ეჭვიანობა მამის მიმართ და ა.შ...
და ბოლო ეტაპი ორ ნაწილად იყოფა:
1) ადამიანები რომლებიც აბსოლუტურად წყდებიან დედის წიაღს და აბსოლუტური დამოუკიდებლები ხდებიან (თუმცა რამდენადაა ეს 100%-ით შესაძლებელი კაცმა არ იცის)
2) ადამიანები ვერ წყდებიან დედის წიაღს და ისევ განიცდიან უდიდეს საჭიროებას დედის მზრუნველობისა
მეორე ტიპის ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად:
1) ადამიანები რომლებიც მოქცეული არიან დედის გავლენის ქვეშ, რომელსაც დედის ეგოისტური დამოკიდებულითაა გამოწვეული. დედას თავის საკუთრებად მიაჩნია შვილი ან მიაჩნია რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვერ იქნება. ან ეშინია შვილის მარცხისა, თუმცა შვილი ცდილობს დააღწიოს თავი დედის წიაღს
2) ადამიანები რომლებიც დედის წიაღში არიან თავიანთი ნებით, თავიანთი შიშით, თავიანთი უსუსურობით. მათ ეშინიათ მზრუნველობის წიაღიდან გამოსვლა. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა დედა ღებულობს მათ თავის მზრუნველობაში თუ არა, რადგან ამ შემთხვევაში დედა სუბიექტი არაა. შეიძლება დაღუპულიც იყოს მაგრამ აბსტრაქტულად ყოველთვის სინანულით მოვიგონებთ ლექსებითა და ცრემლებით რომ როგორი კარგია დედა და რა კარგია მისი მზრუნველობა.
აეეეეეეეეეეე

ხოდა ჩვენ დედებს გაუმარჯოს?

აქვე დავამატებ ქართულ თანამედროვე ტრადიციულ ქუჩურ ფოლკლორს:
"ჩემი დედასშევეცი"
"ჩემი დედისმტYვნელი ვიყო"
"ჩემი დედის ტრაკი მოვტყან"
და სხვა მრავალი ვარიაციები.
თუმცა ამით ეს თემა უკვე სხვა მიმართულებით შეიძლება წავიდეს.
მოდით ვისაუბროთ დედის სადღეგრძელოებზე!
რატომ ვამბობთ ამ სადღეგრძელოს?
და არსებობენ ადამიანები რომელთაც "უნდა ითქვას" სადღეგრძელოთა სიაში აქვთ შეტანილი დედის სადღეგრძელო.
არის თუ არა თვალცრემლიან-სინანულით წარმოთქმული დედის სადღეგრძელოები დაკარგული სამოთხის გლოვა ?
სინანულის გამოთქმა იმაზე საიდანაც გამოგვდევნეს?
This post has been edited by Ruglen Holon on 14 Jan 2010, 20:06