თუ თქვენ ერთ დროს ბრიტანულ ბრენდს და ცნობილ რალის მრბოლელს ერთმანეთს დაუკავშირებთ, მიიღებთ ახალ რეკორდს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ Juha Kankkunen-მა, ყინულზე რალის 4 გზის მსოფლიო ჩემპიონმა Bentley Continental Supersports convertible-ს დახმარებით დაამყარა და გაავითარა მაქსიმალური 330 კმ/სთ (205 მილი/საათში). 6 ლიტრიანი V12-ით აღჭურვილი Bentley Continental Supersports-ით ცნობილმა რალის მრბოლელმა ისევ და ისევ თავისი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მან 2007 წელს დაამყარა, როცა მაქსიმალური 319 კმ/სთ გაავითარა (199 მილი/საათში), ასე რომ ის უკვე მეორედ გახდა Guinness-ის რეკორდცმენი. ახალი რეკოდრის დასამყარებლად მრბოლელს 2 ცდა დასჭირდა, პირველი საცდელი ხოლო მეორე წარმატებული.
რაც შეეხება ავტომობილს მას დამატებული ჰქოონდა, წინა და უკანა სპოილერები, უკანა ბამპერში ჩამონტაჟებული პარაშუტი და Pirelli-ს ზამთრის საბურავები SottoZero II. ამ მომენტისათვის დეტალები უცნობია, მაგრამ ირკვევა, რომ ახალ რეკორდთან დაკავშირებით Bentley შექმნის ახალ ავტომობილს, რომელიც სულ 100 ეგზემპლარად გამოვა და იქნება ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილი Bentley-ს ისტორიაში.



http://news.drive.ge/index.php?m=247&newsid=2180
Vorsprung Durch Technik...