რუსეთში ექსტრემიზმის ნებისემიერი გამოვლინება უნდა აღიკვეთოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერმა, ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებთან პირდაპირი ტელედიალოგისას განაცხადა .
პუტინს მოქალაქეებმა მოსკოვში ეროვნულ ნიადაგზე დაწყებული არეულობების შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
"ექსტერმიზმის ნებისმიერი გამოვლინება უნდა აღიკვეთოს. არ უნდა შევფეროთ რაღაც ფერებით არც კავკასიელები, მით უფრო, რომ ეროვნება კავკასიელი არ არსებობს.", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ამ დღეებში იგრძნო, რომ წესრიგის დაცვა აუცილებელია.
"სახელმწიფომ უმრავლესობის ინტერესები უნდა დაიცვას. სამართალდამცავ ორგანოებში სერიოზული რეფორმებია დაგეგმილი. არც აქ უნდა შევფეროთ რომელიმე ჯგუფი ერთი, შავი ფერით. ეს ორგანოები სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას არსულებენ. ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს – მიკროფონით თუ მანეჟის მოედანზე წესრიგის დაცვით. სახელმწიფომაც თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრემიერს მიაჩნია, რომ რუსეთის ნებისმიერი რეგიონის მცხოვრები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთნაირად კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს. ამის შესახებ მან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში რუსების უსაფრთხოებას ეხებოდა.
"ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ შიშებისგან. რუსეთის ნებისმიერი რეგიონიდან გასული მოქალაქე ერთნაირად კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი. ამაში დიდი როლი ეკისრებათ რეგიონულ ხელისუფლებებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს. რუსეთის ყველა მოქალაქემ, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, უნდა იცოდეს, რომ ისინი ერთ სახელმწიფოში არიან, ერთი სამშობლო აქვთ", - განაცხადა პუტინმა.
მოსკოვში ეთნიკურ ნიადაგზე გასულ კვირაში დაწყებული დაპირისპირება 15 დეკემბერსაც გაგრძელდა. კავკასიელებსა და რუსებს შორის შეტაკებებისას, 40 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებებს მსხვერპლი მოჰყვა. დაკავებულია 2000-მდე ადამიანი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...r-arsebobs.htmlჰაჯიმე
If you're going through hell.
Keep going
I LIFT THINGS UP AND PUT THEM DOWN