http://www.ambebi.ge/ekonomika/29573-espan...reba-surth.htmlესპანელ ბიზნესმენებს აფხაზეთში ინვესტირება სურთ. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება .
ესპანელი ბიზესმენები ხოზე სალო და ხორდი პუხადესი სოხუმის რეჟიმის პრემიერმა სერგეი შამბამ მიიღო. მათ აფხაზეთში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენების საკითხი განიხილეს.
პუხადესის განცხადებით, მისი პროექტი ნაგვის გადამუშავების სრული ციკლის მქონე ქარხნის აშენებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ამგვარი ქარხანა ბარსელონაში მუშაობს და ეკოლოგიური ნორმებს შეესაბამება.
შამბამ პუხადესის პროექტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ დე-ფაქტო მთავრობაში რამდენიმე მსგავსი წინადადება უკვე შევიდა. მისი თქმით, სოხუმის დე-ფაქტო მთავრობის მთავარი მოთხოვნა ეკოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური მიზანშეწონილობაა.
"მთავრობას სურს, ამ საკითხზე სრულფასოვანი მოლაპარაკებები მაქსიმალურად მალე დაიწყოს", - განაცხადა შამბამ.
ესპანელმა სტუმრებმა კი განაცხადეს, რომ აფხაზეთში საჭირო ინფორმაციის მოძიების შემდეგ, სრულ ბიზნესპროექტს წარადგენენ. მათ ასევე გამოთქვეს სოფლის მეურნეობაში და მეფრინველეობაში ინვესტირების სურვილი.
ხოზე სალოს და ხორდი პუხადესის შესახებ, რომლებსაც აფხაზური მედია ბიზნესმენებად ასახელებს, ინტერნეტსივრცეში შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/ekonomika/29573-espan...l#ixzz18O7Sejc5მე პირადად ვერ ვხვდები რომელი კონვენციით ან აქტით ან საერთოდ რითი შეიძლება აეკრძალოთ ამ ესპანელებს აფხაზეთში ფულის ჩადება ... იქნებ თქვენ იცოდეთ?