მაგარი ამბავი იყო რადიო პალიტრის ეთერში. ინტერპრესმა დადო აუდიო ჩანაწერი.
ვიდეო
videoაუდიო
audioსტატია
ო "პალიტრის" ეთერში ღიად დაემუქრა
"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას რადიო "პილიტრის" ეთერში ღიად დაუპირისპირდა , რის გამოც ჟურნალისტმა გადაცემა "რეზიუმე" პროტესტის ნიშნად დატოვა.
"რეზიუმეს" თემა "ასავალ-დასავლაში" გუშინ გამოქვეყნებული ხუბუას სკანდალური სტატია იყო. სტატიაში საუბარია 2008 წლის იანვარში, შავნაბადაზე, ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრაზე და რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარიგებაზე.
კახა მიქაიამ ჟურნალიტი ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა და მოითხოვა, დაესახელებინა, რა თანხა აიღო ამ სტატიის დაწერისთვის.
ჯაბა ხუბუამ ბრალდება კატეგორიულად უარყო და პირობა დადო, რომ წერილობით დოკუმენტს, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს ეკუთვნის და სადაც სიტყვა-სიტყვით წერია მისი მოთხოვნების შესახებ, უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. "ამ ფურცელს შეგიძლიათ გაუკეთოთ ექსპერტიზა", - დასძინა მან.
ხუბუამ ასევე განმარტა, რომ ის არის ჟურნალისტი და ნებისმიერ კომპრომატზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა ყოფილიყო ეს მიწოდებული, სტატიას დაწერდა. მისი თქმით, მას იგივე შეუძლია გააკეთოს იმ შემთხვევაშიც, თუ "ქართული პარტია" მსგავს კომპრომატებს მიწვდის.
მიქაიამ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ "ქართული პარტია" იკვეთება ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად და ამიტომ დაიწყო მის წინააღმდეგ აგრესიული შეტევები. "ქართულ პარტიას" უტევს ყველა, მათ შორის, ჯაბა ხუბუაც, რომელიც არის ხელისუფლების მოსყიდული", - განაცხადა მან და ხუბუას პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე გაუმეორა: "თავს გაუფრთხილდი, რამე არ დაგემართოს ბიჭო!".
როგორც მიქაიას ბრალდებაზე ხუბუამ აღნიშნა, მას "საჯაროდ შეუძლია დაიგინოს", რომ არ არის ხელისუფლების აგენტი, იმ შემთხვევაში, თუ იგივეს ლევან გაჩეჩილაძეც გააკეთებს.
საბოლოოდ გადაცემა "რეზიუმეს" პირდაპირი ეთერი იმით დასრულდა, რომ სტუდია ჯერ ჯაბა ხუბუამ დატოვა, შემდეგ კი კახა მიქაიამ, თუმცა მათ ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება "პალიტრა მედიის" დერეფანშიც განაგრძეს.