#23009112 · 17 Dec 2010, 12:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
კურსი თემაზე: “ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში”
2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი საგადასახადო კოდექსი რომლის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: საგადასახადო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება,სტაბილური საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება, ბიზნესის ლეგალიზაციის ხელშეწყობა, ბუნდოვანებების აღმოფხვრა კანონმდებლობაში, ადმინისტრირების გამარტივება, კანონმდებლობის საუკეთესო საერთაშორისო ანალოგებთან შესაბამისობაში მოყვანა. აქედან გამომდინარე, სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ძირითადი საკითხები 1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა და სისტემა; 2. დამატებული ღირებულის გადასახადი; 3. აქციზი; 4. საბაჟო გადასახადი; 5. ქონების გადასახადი; 6. საშემოსავლო გადასახადი; 7. მოგების გადასახადი; 8. საგადასახადო კონტროლი; 9. საგადასახადო შემოწმება.
ჩვენ ასევე გთავაზობთ თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებულ
ინდივიდუალურ პროგრამებს. კურსის ხანგრძლივობაა 32 საათი და მოიცავს 9 შეხვედრას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ: 26-15-60; ელ-ფოსტა: register@mof.ge
კურსზე დარეგისტრირების მიზნით, გთხოვთ მობრძანდეთ: 10-დან 6 საათამდე; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საფინანსო აკადემია, თბილისი, გორგასლის ქ. № 16
საფინანსო აკადემიის ორხევის სასწავლო კომპლექსი. მის: ქ. თბილისი, კ. აბზიანიძის ქ. №4
This post has been edited by VARDENI on 17 Dec 2010, 14:11
--------------------
"I think; therefore I am!!!"
"Make Your Life Jazzing..."
|