
დასახელება: შოკოლადი
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
წელი: 2000
სტუდია: Miramax films
რეჟისორი: ლასე ჰალსტრომი
როლებში: ჯონი დეპი, ჯულიეტ ბინოში, კერი ენ-მოსი, ალფრედ მოლინა
აღწერა:
ერთ მშვენიერ დღეს, საფრანგეთის პატარა ქალაქში,
ახალგაზრდა ქალი სახელად ვიენი გამოჩნდა.
მოგვიანებით ის პატარა შოკოლადის მაღაზიას ხსნის.
ვინც ერთხელ მაინც გაიგო მისი შოკოლადის გემო,
ვეღარ უძლებენ ცდუნებას და კვლავ მიდიან მის მაღაზიაში.
უბრალოდ, ვიენი "ჯადოსნური" მეთოდით იგებს სხვების სურვილებს...
და ისინი სრულდებიან...
http://www.gol.ge/index.php?cat=movies&det...search=chocolatნამდვილად იმსახურებს ერთ თემას ეს ფილმი.
ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმია.
ჩემს გარშემო კი არავის არ მოსწონს და სულელურ ფილმს უწოდებენ,
იქნებ აქ მაინც ვიპოვნო თანამოაზროვნეები !
ძალიან მიყვარს ჯულიეტ ბინოში,
და ჯონი ამ ფილმში შეუდარებლადაა, ნეტა უფრო ხშირად ყოფილიყო,
აქა იქ რო გამოჩნდება არ მყოფნის.
ყველაფერი მიყვარს ამ ფილმში, არასოდეს მომბეზრდება მისი ყურება, რამდენჯერაც არ უნდა ვნახო.
და ყოველთვის ერთი და იგივე გრძნობით ვუყურებ.
ფილმი რომელმაც შოკოლადი შემაყვარა, მაგრამ მაინც შოკოლადზე მეტად მიყვარს !

ყველაზე ტკბილი ფილმი
და
კინემატოგრაფიის ყველა დროსი ყველაზე საუკეთესო ფილმი ! (ნუ ჩემთვის მაინც...

)
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...