სალამი,
გავაკეთეთ გვერდი FACEBOOK-ზე, რომლის მეშვეობიაც გვინდა მოვახდინოთ ქართული ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაცია, გამოფენა-გაყიდვა.
ამ განყოფილებაში ხშირად იხსნება თემები ხელნაკეთი ნივთების გაყიდვაზე.
ბევრი ფორუმელი საკმაოდ კარგ, ლამაზ და ღირებულ ნივთებს ქმნის, რაც დიდ მოწონებას იმსახურებდა ჩემგან და დრეს გადავწყვიტეთ გაგვეკეტებინა ეს გვერდი და გვეცადა ერთად შეგვეყარა ეს ადამიანები და მათი ნაკეთობები.
გვერდზე თავისუფლად შეგიძლიათ დადოთ თქვენი ნაკეთობების ფოტოები სულ ერთი პირობით.
პირობა: ნაკეთობის ფოტოს თან უნდა მოაყოლოთ მოკლე აღწერა, ფასი და საკონტაქტო ინფორმაცია.
გვერდის ადმინისტრაცია ანუ ჩვენ არ ვერევით და არც ჩავერევით არც ფასებში და არც ყიდვა-გაყიდვაში მივირებთ მონაწილეობას.
ეს გვერდი არ შეგვიქმნია რაიმე სახის მოგების მისაღებად.
ერთადერთი ჩარევა ჩვენგან მოხდება იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია დაიდება ამ ერთი პირობის დარღვევით.
ანუ თუ არ ექნება მოკლე აღწერა, ფასი და საკონტაქტო ინფორმაცია (თუნდაც მხოლოდ ტელეფონის ნომერი)
ვგეგმავთ ძალიან საინტერესო რაღაცეებს და მთავარია გვერდი იყოს აქტიური, რომ ყველა ჩანაფიქრის განხორციელება შევძლოთ.
მეც მყავს ახლობლები, რომლებიც საკმაოდ ლამაზ ნივთებს აკეთებენ და მათაც მოვიწვევ.
ალბათ კარგი გამოვა თუ მოხერხდა ყველა თქვენგანის ნაკეთობების ერთად თავმოყრა, რაც მომხმარებელთა ანუ ყიდვის მსურველთა რაოდენობასაც საგრძნობლად გაგიზრდით.
ესაც ახალშობილი და თოთო გვერდის მისამართი:
http://www.facebook.com/pages/Georgian-Han...134907836565611და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ და-LIKE-ება
პატივისცემით, მე