ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტი თბილისის ათი სკოლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ცენტრთან ერთად ახორციელებს ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტს თბილისის 10 სკოლაში. პროექტის ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო.
პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიური სწავლების დანერგვას დედაქალაქის ათ სკოლაში და მიღებული გამოცდილების საფუძველზე ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობას.
ინკლუზიური განათლება
შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად.
პროექტის განხორციელების ადგილი:
ქ. თბილისის ¹ 67, 130, 24, 10, 180, 87, 60, 181, 21, 160 საჯარო სკოლები.
განხორციელების პერიოდი: 2006 წლის ნოემბერი - 2008წლის აპრილი
სამიზნე ჯგუფები: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები: შეზღუდული შესაძლებლობისა და შეფერხებული განვითარების მქონე ბავშვები;
მაწანწალა და უსახლკარო ბავშვები;
სოციალური პრობლემების მქონე ბავშვები;
სასწავლო პროცესიდან გარიყული ბავშვები.
პროექტის სხვა ბენეფიციარები: სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლები;
საპილოტე სკოლების ადმინისტრაცია და პედაგოგები.
ამოცანები:
სკოლების ადაპტაცია;
ინკლუზიური სწავლების დანერგვა-განვითარება სკოლებში;
საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა;
ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.
ძირითადი აქტივობები: მულტიდისციპლინარული საბჭოს შექმნა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა აღრიცხვა, კლასიფიკაცია და განაწილება;
სკოლების შერჩევა, შეფასება და საჭიროებების დადგენა;
მასწავლებლების ტრეინინგი;
სკოლის დირექტორების ტრეინინგი;
მშობელთა ტრეინინგი;
სკოლების ფიზიკური გარემოს ადაპტაცია;
შეზღუდული შესაძლობლობების მქონე ბავშვთა და მათი მშობლების მომზადება;
სასწავლო გარემოს ადაპტაცია;
სოციალური გარემოს ადაპტაცია;
ვორკშოპების ორგანიზება და ფასილიტაცია;
თითოეულ სკოლაში ინკლუზიური განათლების კოორდინატორის არჩევა;
სკოლებთან მომუშავე მობილური მულტიდისციპლინარული გუნდის შექმნა;
პერიოდული საინფორმაციო ბროშურის გამოცემა;
საინფორმაციო კატალოგის გამოცემა;
PR – კამპანია მასმედიაში;
ინკლუზიური განათლების სახელმძღვანელოს შექმნა;
რეკომენდაციების მომზადება.
შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ ქალბატონ თათია პაჭკორიას: ტელ: 95 49 52 E-mail: tpachkoria@ganatleba.org
===
დალშე...
ესაა ინფრომაცია, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტროს საიტზეა:
http://www.mes.gov.ge/index.php?module=mul...lti_id=2&id=838===
ახლა
იმერეთი ...
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლა: სკოლა მონაწილეობს პროექტში “თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის”, რომელსაც ახორციელებს ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” და მისი პარტნიორი ორგანიზაციები: “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოპვრებისათვის” და World Vision საქართველო, ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით
პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით შეირჩა ორი საჯარო სკოლა ქალაქში ესენია: მე-12 და 32-ე სკოლები, ინკლუზიური განათლების დანერგვისათვის. აღნიშნული პროექტით შეზღუდული შესაძლებლობის სულ მცირე 10 ბავშვი იქნება ჩართული სასწავლო პროცესში.
სკოლების მოსამზადებლად ჩატარდება მთელი რიგი აქტივობებით სკოლის პერსონალის და მშობლების ტრენინგი, პედაგოგების მეთოდოლოგიური მომზადება, რესურსების მობილიზება, სკოლის გარემოს ადაპტირება, შშმ ბავშვების შეფასება.
2008 წლის 12-14 მარტს სკოლის პედაგოგებმა, მშობლებმა, ადმინისტრაციისა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგის I მოული “შესავალი ინკლუზიურ განათლებაში”, რომლის მიზანიც იყო მონაწილეების ცნობიერების ამაღლება შშმ ბავშვებზე და მათი განათლების უფლებაზე., ინკლუზიური განათლების არსზე, მის მნიშვნელობაზე და დაგეგმვაზე.
17-19 აპრილს ჩატარდა II მოდული სათაურით “ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში”, რის შემდეგაც შეირჩევა სკოლის რამოდენიმე პედაგოგი, რომელიც გაივლის უფრო გრძელვადიან და ინტენსიურ სერთიფიცირებულ ტრენინგს “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების მეთოდოლოგიებში”. ამ აქტივობის პარალელურად კონსულტანტი აწარმოებს იმ ბავშვების შეფასებას, რომლებიც უკვე სწავლობენ აღნიშნულ სკოლებში და აქვთ სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობები. აგრეთვე შეფასდებიან ის შშმ ბავშვებიც, რომლებიც ცხოვრობენ სკოლის მიმდებარე უბნებში და არ ღებულობენ ზოგად განათლებას. შეფასების შედეგად განისაზღვრება თითოეული ბავშვის უნარ-ჩვევები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები და არსებული საჭიროებები, რათა რეალისტურად და ეფექტურად დაიგეგმოს მათი სასწავლო პროცესში ჩართვა
http://kschool32.skola.dlf.ge/geo/project/inkluzia.htm==
ესეც გამოგადგებათ:
http://geo.primenewsonline.com/print.php?a=25247==
ესეც:
http://www.disability.ge/ge/print.php?acti...ype=news&id=302==
180-ე საჯარო სკოლამ, ერთ-ერთმა პირველმა სამგორის რაიონში, გამოხატა კეთილი ნება ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით და 2001 წლიდან ფართოდ გაუღო კარი განსაკუთრებული საჭიროების მქონე (გსმ) ბავშვებს და დღეს-დღეობით სწავლობს -15 ბავშვი.
http://180.skola.dlf.ge/inkluz.htm