ტირანია - მნიშვნელოვანი ფენომენია, რომელიც მოქმედებს პრინციპებით, რომლითაც შეგიძლია ის ადრეულ, ჩამოყალიბების პერიოდში აღმოაჩინო და თუ ხალხი მომზადებული, თავისუფლებისთვის თავდადებული დახვდება, შეიძლება აღმოფხვრილი იქნეს, სანამ თავს მოეხვევა საზოგადეობას. მეთოდები, რომელიც გამოიყენება კონსტიტუციური წყობის - ტირანიით შესაცვლელად, კარგად ცნობილია. ქვემოთ ჩამოთვლილია 16 ნიშანი, რომ ან უკვე ცხოვრობთ ტირანიაში, ან იქით მიდიხართ:
1. სახალხო ინფორმაციის და აზრის კონტროლი - იწყება მაშინ, როდესაც იხურება გარკვეული ინფორმაცია, მის მაგივრად კი შუქდება არასწორი და ყალბი ინფორმაცია. მთავრობამ შესაძლოა შექმნას პროპაგანდის სამსახურები და მას დაარქვას "სახალხო ინფორმაცია" ან "მარკეტინგი".
2. არჩევნების გაყალბება - რომ შეაჩერონ რეფორმატორის არჩევა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიიდან ვის აირჩევენ, მთავარია რეფორმატორი არავინ აირჩიონ. როდესაც სამაუწყებლო კომპანიები შედეგების გაშუქებას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე მათ ეს რეალურად შეუძლიათ იცოდნენ - ხმები არ ითვლება სამართლიანად.
3. ზომაგადასული გავლენა სასამართლოზე - არაშემთხვევითი არჩევა მოსამართლეებისა, ადვოკატების არ დაშვება სხვადასხვა ინსტაციებში და ინფორმაციასთან, მთავრობის შესაძლო გამოწვევის აკრძალვა.
4. არადელეგირებული ძალაუფლების უზურპაცია - ხშირად ხერხდება პოპულარული მხარდაჭერით - რომელიმე პრობლემის გადაჭრისას, ან სიმდიდრის გადანაწილებით მხარდაჭერებზე, რომელსაც სწრაფად მოსდევს პიროვნებების უფლებების შეზღუდვა.
5. სახელმწიფო მონოპოლია შეიარაღებაზე - იარაღის ფლობის მაქსიმალური შეზღუდვა და კონტროლი, როგორც წესი საზოგადოების "დაცვის" მოტივით, რასაც ცხადია მოსდევს კრიმინალის ზრდა და შემდგომ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა იარაღის ფლობაზე, ამ კრიმინალთან ბრძოლის მოტივით.
6. სააღსრულებო სტრუქტურების მილიტარიზაცია - როდესაც ცხადდება "ომი კრიმინალის წინააღგმდეგ" რომელიც სინამდვილეში სამოქალაქო უფლებებზე ომში გარდაიქმნება. სამხედრო ძალების - პოლიციის მოვალეობების შესასრულებლად მზადება.
7. ინფლიტრაცია და იმ საზოგადოებების დამხობა, რომელიც შეიძლება მოგვევლინონ რეფორმატორებად, თავიდან თვალთვალი და მოსმენა, შემდგომ მათი ლიდერების ყალბ საფუძველზე დაპატიმრება.
8. კერძო გამოძიებების აკრძალვა - როდესაც ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფარდა ახადონ მაღალი დონის დანაშაულებებს არიან მუქარის მსხვერპლნი, ეს ნიშანია იმის, რომ სისტემა არა მარტო კორუფციით არის გაჟღენთილი, არამედ კორუფცია უკვე ტირანიაში გარდაიქმნება.
9. კანონის გამოყენება კონკურენტების მოსასპობად - იწყება, როდესაც გამარჯვებული მხარე ძირავს მისი მხარდამჭერების კონკურენტებს კანონის ძალით, ხანდახან კი თავად წარმოადგენს ასეთ ძალას და თავად ცდილობს დამოუკიდებელი კონკურენტების მოშორებას.
10. შიდა ბალანსის და შემოწმებების დამხობა - მოიცავს მთავარ თანამდებობებზე ისეთი პირების დანიშვნას, რომლებიც კონტროლდებიან მათი სპონსორებისგან, ხოლო საჭირო დროს შესაძლოა ჩამოშორებულნი იქნენ ყალბი ან ნამდვილი ბრალდებებით.
11. კანონზე მაღლა მდგომი კლასის ჩამოყალიბება - ბრალდების მოხსნა იმ პირებზე, რომლებიც "ასრულებენ ბრძანებებს"
12. გაზრდილი დამოკიდებულება ხალხის - მთავრობაზე, თავიდან ხალხს ჩამოერთმევა ყველაფერი რაც გააჩნია, შედეგად ხალხი შეასრულებს ყველაფერს, რომ უკან რაიმე მაინც დაიბრუნოს.
13. სამოქალაქო ვალდებულებების და შეგნების დაქვეითება - როდესაც ხალხი თავს არიდებს არჩევნებს და სამხედრო სამსახურს, ტირანია შორს არ არის.
14. დადგმული პიარ აქციები, მხარდაჭერის მოსაპოვებლად - ტერორიზმი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს ბრალდებათ, რომელსაც მაშინვე მოსდევს ცვლილებები, რომ გაიზარდოს ხარჯები მათი აღმომფხვრელი ძალოვანი ორგანოების დასაფინანსებლად.
15. უფლებების პრივილეგიებში გადაზრდა - ლიცენზიების და საშვების მოთხოვნა ისეთ მოქმედებებზე, რომლის შეზღუდვის უფლებაც, მთავრობას არ აქვს.
16. პოლიტკორექტულობა - ბევრი დაქირავებული პირი ერთვება რეპრესიულ მოქმედებებში, მიუღებელი ხედვების და ქცევების წინააღგმდეგ, რომელიც საბოლოოდ გზას უკაფავს ტირანიულ მთავრობას.
http://www.constitution.org/tyr/prin_tyr.htm